“ქეით მიდლტონის დაავადება გაცილებით ადრე დაიწყო”- რა ინფორმაცია ვრცელდება უელსის პრინცესაზე

“ქეით მიდლტონის დაავადება გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა”- წერს Daily Beast-ი Daily Mail-ის გამოძიებაზე დაყრდნობით. Daily Mail-ის წყაროები ირწმუნებიან, რომ მიდლტონი მძიმედ დაავადდა იანვარში ოპერაციამდე დიდი ხნით ადრე. ოპერაციის შემდეგ მას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

„არა მგონია, ხალხს ესმოდეს, რა განიცადა მან და რამდენ ხანს გაგრძელდა ეს განცდები – ბევრად მეტი, ვიდრე ვინმეს ესმის“ – წერს გამოცემა.

პრინცესა მანამდე არსებულ სამუშაო გრაფიკს აღარ დაუბრუნდება და მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებში მიიღებს მონაწილეობას.

ქეით მიდლტონმა საზოგადოებაში რეგულარულად გამოჩენა 2023 წლის დეკემბერში შეწყვიტა. მოგვიანებით  გავრცელდა ცნობა, რომ მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

 

მსგავსი თემები