ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა, მემსახურა ლიეტუვის ევროკომისრად, თუმცა მე გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის სამსახურში ყოფნას, უკრაინის დახმარებას და ევროპის მომავლისთვის ბრძოლას სხვა გზებით“ – დაწერა ლანსბერგისმა.
როგორც „პოლიტიკო“ ლანდსბერგისის ეს განცხადება მასსა და ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შორის განხეთქილების ფონზე გაკეთდა. ნაუსედამ უარი განაცხადა ლანდსბერგისის კანდიდატურის მხარდაჭერაზე იმის მიუხედავად, რომ მინისტრს სხვა წამყვანი პოლიტიკოსები უჭერდნენ მხარს.