ნიგერიაში 20 სტუდენტი გაიტაცეს

ნიგერიაში, შეიარაღებულმა პირებმა, სულ მცირე, 20 სტუდენტი გაიტაცეს. ინფორმაციას ნიგერიის პოლიცია ავრცელებს. პოლიციის ცნობით, შემთხვევა ბენუეს შტატში მოხდა, როდესაც სტუდენტები ქვეყნის სამხრეთში, კონფერენციაზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელმა დაჯგუფებამ გაიტაცა სტუდენტები.

მსგავსი თემები