ცეცხლმა 400 956 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა-კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან

კალიფორნიის შტატში ხანძარმა 400 956 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა. აშშ-ის ისტორიაში, მეოთხე უდიდესმა ხანძარმა ადგილობრი კალიფორნიელები თავშესაფრის გარეშე დატოვა. დანგრეულია 560-ზე მეტი ნაგებობა, მათ შორისაა სახლები. ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა. ძლიერ ხანძარს 7 000-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძვის. ბოლო მონაცემებით, ხანძრის დაახლოებით 30%-ია ლიკვიდირებული. რთული ვითარებაა კოლორადოს შტატშიც. ტყის ხანძრებს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაზიანებულია შენობები და საცხოვრებელი სახლები. სტიქიას ერთდროულად ამერიკის რამდენიმე შტატი ებრძვის. ამ დროისთვის, აქტიურია 16 ტყის ხანძარი, რომელთაგან 14-ზე გამოძიება უკვე დაწყებულია. ქვეყნის მასშტაბით, სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში 30 000-ზე მეტი მეხანძრე-მაშველია ჩართული.  

მეტი...

“ჩვენს სამზეოს გამოაკლდა საერთაშორისო დონის იმუნოლოგი”- პატრიარქი თენგიზ ცერცვაძეზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს. „დიდად ვწუხვართ, რომ ჩვენს სამზეოს გამოაკლდა საერთაშორისო დონის იმუნოლოგი და ინფექციონისტი, საოცარი ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული, დიდი მკურნალი, ბ-ნი თენგიზ ცერცვაძე. უცხოელი კოლეგების მხარდაჭერითა და ნდობის წყალობით და, რა თქმა უნდა, თავისი ნიჭითა და გამოცდილებალით მან ქვეყნისათვის კრიტიკულ პერიოდებში არაერთი უმნიშვნელოვანესი წარმატებული პროექტი განახორციელა, ჩვენი მოსახლეობა უმძიმეს დაავადებათაგან იხსნა და მრავალთა სიცოცხლე გადაარჩინა. ბ-ნი თენგიზის სხვა დამსახურებათა შორის აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მან თავისი სკოლა შექმნა და ურთულეს ინფექციებთან საბრძოლველად ძლიერი აკადემიური გუნდი ჩამოაყალიბა. სამაგალითო იყო მისი დამოკიდებულება პაციენტებისადმიც. მიუხედავად იმისა,…

მეტი...

ინგლისში აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

ინგლისის ქალაქ როტერჰემში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროსთან მიგრანტების წინააღმდეგ მიმდინარე აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა სასტუმროს ალყა შემოარტყეს, მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გააჩინეს, ხოლო  პოლიციას ქვები დაუშინეს. დემონსტრანტები ვარაუდობენ, რომ სასტუმროში თავშესაფრის მაძიებლები არიან განთავსებულები. აქციის მონაწილეებს სურთ, სასტუმროს შიგნით შეაღწიონ, თუმცა პოლიციელები შესასვლელთან რამდენიმე რიგად დგანან და დემონსტრანტების შეკავებას ცდილობენ. აქციები საუთპორტში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, სადაც 17 წლის მოზარდი დანით დაესხა თავს საბავშვო საცეკვაო სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მონაწილეებს. შედეგად, მოკლულია სამი მცირეწლოვანი გოგო, ხოლო კიდევ რვა ბავშვი დაშავდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობა, რომ თავდამსხმელი რადიკალი ისლამისტი მიგრანტი იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ…

მეტი...

უკრაინამ „F-16“-ის ტიპის 79 თვითმფრინავიდან ათი უკვე მიიღო

უკრაინამ „F-16“-ის ტიპის 79 თვითმფრინავიდან ათი უკვე მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის ბოლომდე უკრაინას კიდევ 20 ასეთი თვითმფრინავი უნდა მიეწოდოს. გამოცემა „ეკონომისტი“ წერს, რომ დანარჩენი თვითმფრინავები, რომელთა გადაცემასაც უკრაინას ე.წ. „გამანადგურებელთა კოალიცია“ დაჰპირდა, ქვეყანაში 2025 წლის განმავლობაში ჩავა. „F-16“-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებას ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც განაცხადა, რომ თვითმფრინავების მიღება ნიშნავს „ახალ თავს“ ქვეყნის საჰაერო ძალებისთვის. „გავმართეთ ასობით შეხვედრა და მოლაპარაკება ჩვენი ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ხშირად გვესმოდა პასუხი, რომ ეს შეუძლებელი იყო. ახლა ეს რეალობაა, „F-16“-ები უკრაინაშია. მე ვამაყობ ჩვენი ყველა ჯარისკაცით, რომლებიც ეუფლებიან ამ თვითმფრინავებს და…

მეტი...

„აშშ განაგრძობს ისრაელის დახმარებას“- ჯონ კირბი

“ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს ისრაელის დახმარებას, რათა მოემზადოს ირანის მხრიდან მოსალოდნელი პასუხისთვის, მას შემდეგ, რაც თეირანში „ჰამასის“ ლიდერი მოკლეს”-  ამის შესახებ, მედიასთან თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ ისაუბრა. კირბი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ სჯერა, რომ „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საუკეთესო გზაა ამ ომის დასასრულებლად“. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მზად ვართ და გვაქვს შესაძლებლობები რეგიონში, რათა შეგვეძლოს დავეხმაროთ ისრაელს თავის დაცვაში, ასევე დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი საკუთარი ობიექტები, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები“- განაცხადა კირბიმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.

მეტი...

ლაშა გურული ბრინჯაოს მედალს დაეუფლა

პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი მოკრივე ნახევარფინალურ ბრძოლაში კუბელ მეტოქესთან დამარცხდა. შესაბამისად, გურულმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეგახსენებთ, ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე.

მეტი...

„თამაში მარტომ მოიგო“- რა შეფასება მიიღო ბუდუ ზივზივაძემ

გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის პირველ ტურში კარლსრუე საკუთარ მოედანზე ნიურნბერგს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა. თავდაპირველად კარლსრუე თამაშს აგებდა, თუმცა მასპინძლებმა თამაშის შემობრუნება შეძლეს ეს  ქართველმა ფორვარდმა, ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა. ბუდუმ ჯერ პირველი ნახევრის ბოლოს შეამცირა სხვაობა, მეორე ტაიმში კი კიდევ 2 გოლი გაიტანა და კარლსრუეს პირველი გამარჯვება მოუტანა. ზივზვიაძემ ყველაზე მაღალი, 9.8 შეფასება მიიღო. სპორტული  გამოცემები აღნიშნული მატჩის შესახებ ბევრს წერენ. უფრო მეტიც, ერთ-ერთი მათგანი მიიჩნევს, რომ ქართველმა თავდამსხმელმა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს  მიროსლავ კლოზეს სამწვრთნელო დებიუტი ჩაუშხამა. უფრო მეტიც, ამბობენ რომ “თამაში მარტომ მოიგო”.    

მეტი...

ქობულეთში მიკროავტობუსისა და ტაქსის მძღოლებს შორის კამთი მკვლელობით დასრულდა

ქობულეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მიკროავტობუსის მძღოლსა და ტაქსის მძღოლს შორის მოხდა. არსებული ცნობით, ტაქსის მძღოლმა მიკროავტობუსის მძღოლს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. სავარაუდო ბრალდებული დაკავებულია. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსი” 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

მეტი...

“ჩვენ განვიხილავთ სანქციებს ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის მიმართ”- ჯინ შაჰინი

ამერიკელი სენატორი  ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ განიხილება სანქციები ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის მიმართ. ამის შესახებ მან,  “ამერიკის ხმასთან” ისაუბრა. “ჩვენ ცოტა ხნის წინ შევაჩერეთ სამხედრო წვრთნები საქართველოსთან, რაც კიდევ ერთი გზაა იმის სათქმელად, რომ სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს. ჩვენ განვიხილავთ სანქციებს ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის მიმართ. მკაფიოდ რომ ვთქვა, ეს არის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ორპარტიულად”- განაცხადა ამერიკელმა სენატორმა.

მეტი...

განიხილება თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი „ბარსელონაში“?!

ნიკო  უილიამსის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში „ბარსელონა“ მარცხენა გარემარბის დასამატებლად გეგმა B-ს ამზადებს, ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად კატალონიელები ხვიჩა კვარაცხელიას განიხილავენ – ამის შესახებ სტატიას fcbarcelona noticias-ი აქვეყნებს. „ცხადი გახდა, რომ „ბარსელონაში“ ნიკო უილიამსის ტრანსფერი შეიძლება უფრო გართულდეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, კლუბი ალტერნატიულ ვარიანტებზეც ფიქრობს. ერთ-ერთი ასეთი ალტერნატივა, რომელიც მარცხენა ფლანგს გააძლიერებს და, შესაძლოა, კლუბის შესანიშნავი შენაძენი გახდეს, „ნაპოლის“ მარცხენა გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელიაა“- აღნიშნულია სტატიაში. გამოცემა წერს, რომ ქართველი თავდამსხმელი, რომელსაც ნეაპოლიტანურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, ამ ზაფხულს გუნდიდან წასვლითაა დაინტერესებული, რადგან „ნაპოლი“ ევროტურნირებზე არ თამაშობს. „კვარადონასა და…

მეტი...

„დანდობა არ იქნება“- ვენესუელაში 2000 დემონსტრანტი დააკავეს

ვენესუელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ გამართულ აქციებზე 2000 დემონსტრანტი დააკავეს. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ მხარდამჭერებთან გამოსვლისას აღნიშნა, დაკავებულებს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გააგზავნიან. „ამჯერად დანდობა არ იქნება“ – განაცხადა მადურომ. ამავე დღეს ვენესუელაში ოპოზიციის მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები გაიმართა.  

მეტი...

ბანგლადეშში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებას 27 ადამიანი ემსხვერპლა

ბანგლადეშში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკების მოხდა. დაღუპულია სულ მცირე, 27 ადამიანი, ხოლო ათობით დაშავდა. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრის, შეიხ ჰასინას გადადგომას ითხოვდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. როგორც მედია წერს, ათობით ადამიანი მომიტინგეების, პოლიციისა და მმართველი  პარტიის აქტივისტების სამმხრივი შეტაკების დროს დაშავდა. უფლებადამცველი ჯგუფები პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას პროტესტის ჩასახშობად გადამეტებული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებენ, რასაც ჰასინა და მისი მინისტრები უარყოფენ. გასულ თვეში ბანდგალდეშში ანტისამთავრობო აქციაზე, სულ მცირე, 150 ადამიანი დაიღუპა, ათასობით დაშავდა, ხოლო 10 000 პირი დააკავეს. ქვეყნის დედაქალაქ დაკაში ასობით სტუდენტმა ქუჩები გადაკეტა და პოლიციას დაუპირისპირდა.

მეტი...

“შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების განლაგება პუტინის წინააღმდეგ შემაკავებელი საშუალება იქნება”- ანალენა ბაერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბაერბოკის განცხადებით, გერმანიაში აშშ-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების დაგეგმილი განლაგება აუცილებელია. მისი განმარტებით, ეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ შემაკავებელი საშუალება იქნება. „იმედის პრინციპი არ დაგვიცავს პუტინის რუსეთისგან“ – წერს ის გამოცემა Bild am Sonntag-ში გამოქვეყნებულ კომენტარში. ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანია შეიძლება იყოს დაცული იმით, რომ ბერლინი ახლა ინვესტიციას ახორციელებს საკუთარ უსაფრთხოებასა და ძალაში, როგორც ევროკავშირისა და ნატო-ს ფარგლებში, ასევე ეროვნულ დონეზე და ეს ზომები მოიცავს გადაწყვეტილებას გერმანიაში ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი იარაღის განლაგების შესახებ. მინისტრის განმარტებით, გერმანიას სჭირდება საიმედო შეკავების პოლიტიკა რუსეთთან  

მეტი...

“მიდის მიზანმიმართული დევნა როგორც დამოუკიდებელ ჟურნალისტზე”-აფგან სადიგოვის ადვოკატი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფზე მიმდინარეობს მიზანმიმართული დევნა. მისივე თქმით, სადიგოვი დამოუკიდებელ ჟურნალისტია, რომელიც აზერბაიჯანში არსებუპოლიტიკურ ვითარებას ამხელს. „სამწუხაროდ, დღეს არ გვქონდა ის მტკიცებულება, რომელიც დღეს ოჯახმა აზერბაიჯანულ ენაზე წარმოადგინა. ეს არის მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც გაცემულია ივნისის თვეში, რომ მის წინააღმდეგ არანაირი საქმე არ არის აღძრული. თუმცა, გადაწყვეტილება, რომელიც თბილისში, პროკურატურაშია გამოგზავნილი, 2024 წლის 9 მაისს აღიძრა საქმე. საქმის აღძვრის გადაწყვეტილბა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო. 10 მაისს სასამართლომ აღკვეთი ღინიძიება გამოიტანა და 11 მაისს პირი ძებნაზე დასვა. მიდის მიზანმიმართული დევნა როგორც…

მეტი...

როდიდან წარსდგება საქართველოს თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ოლიმპიადაზე?!

საქართველოს თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრები პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე გაემგზავრა. ისინი ასპარეზობაში რვა აგვისტოდან ჩაერთვებიან. ოლიმპიადაზე საქართელოს ნაკრების განრიგი: თავისუფალი ჭიდაობა. 8 აგვისტო 86 კგ – ვლადიმერ გამყრელიძე 13:30 – იწყება მერვედფინალით, ფინალური ბლოკი – მეორე დღეს. 9 აგვისტო +125 კგ – გენო პეტრიაშვილი 13:30 – იწყება მერვედფინალით, ფინალური ბლოკი – მეორე დღეს. 10 აგვისტო 65 კგ – გოდერძი ძებისაშვილი 13:30 – იწყება მერვედფინალით, ფინალური ბლოკი – მეორე დღეს. 97 კგ – გივი მაჭარაშვილი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრებაში ასპარეზობა დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი ქართველ ძიუდოისტებს სამი მედალი აქვთ. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური…

მეტი...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს პატიმრობა შეეფარდა

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს 3 თვის ვადით საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ მიიღო. როგორც პროცესზე მოსამართლემ განმარტა, ბრალდებულს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბრალად ედება ადამიანებისგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა. „დღეის მდგომარეობით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციით, ბრალდებულს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბრალად ედება ადამიანებისგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა. ასევე, თანხის მოთხოვნა, რომ არ გავრცელებულიყო გარკვეული შეურაცხმყოფელი ინფორმაციები“ – განმარტა ქეთევან ჯაჭვაძემ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი გუშინ დააკავეს. თავდაპირველად დაკავების შესახებ ინფორმაცია და ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ჟურნალისტის მეუღლემ,…

მეტი...

“თენგიზ ცერცვაძე გამორჩეული ადამიანი იყო”- პაატა იმნაძე

„თენგიზ ცერცვაძე გამორჩეული ადამიანი იყო. თენგიზმა რამდენიმე ახალგაზრდა თაობა გაზარდა, მთელი თაობები, ვინც დღეს საქართველოში საქმიანობს“ – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის  სამოქალაქო პანაშვიდზე ჟურნალისტებს განუცხადა. იმნაძის თქმით, თენგიზ ცერცვაძის კავშირები და ავტორიტეტი მთელ მსოფლიოში წარმოუდგენელია. “თენგიზ ცერცვაძე გამორჩეული ადამიანი იყო. თენგიზმა რამდენიმე ახალგაზრდა თაობა გაზარდა, მთელი თაობები არიან ვინც დღეს საქართველოში საქმიანობენ. ამერიკის, ევროპის და ყველა დიდი უნივერსიტეტების ცენტრის კარები ღია იყო თენგიზის პირადი დამსახურებით. მისი კავშირები წარმოუდგენელი იყო. ასევე, მისი ავტორიტეტი მთელ…

მეტი...

“ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალზე“ გამოფენილი იყო სააკაშვილის სურათები, ამას აფინანსებენ უცხოელი დონორები”- პრემიერი

„მე, როგორც ვიცი, ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალზე“ გამოფენილი იყო მათ შორის, სააკაშვილის სურათები, ეს ნიშნავს იმას, რომ იქ რეალურად ტარდება ავორიტარიზმის ფესტივალი; ყველაზე ცუდი ის არის, რომ ავტორიტარიზმის ფესტივალს საქართველოში პირდაპირ აფინანსებენ უცხოელი დონორები“- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ბეშუმში, „დემოკრატიის ფესტივალთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული „ავტორიტარიზმის ფესტივალები“ ვერ დააბრუნებს საქართველოში ავტორიტარიზმს. „ძალიან ცუდია ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეს არის არასწორი ჩარევა საარჩევნო პროცესებში. სამწუხაროდ, არჩევნები წარიმართება საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევის ფონზე, თუმცა ეს დარღვევები რეალურად შედეგებზე ვერ აისახება, ქართული საზოგადოება კარგად ხედავს ყველაფერს.…

მეტი...

„მთავარია, მივიღოთ შემხვედრი ნაბიჯები ამერიკელი პარტნიორების მხრიდან“- პრემიერი

„ჩვენი მხრიდან ნაბიჯები იდგმება და მთავარია, მივიღოთ შემხვედრი ნაბიჯები ამერიკელი პარტნიორების მხრიდან; დღემდე რასაც ვხედავთ, ეს არ არის შემხვედრი ნაბიჯები“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბეშუმში, აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მლნ დოლარის დახმარების შეჩერების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღემდე ვერ მიიღო ინფორმაცია, კონკრეტულად რა თანხა შეჩერდა. “დავინტერესდებით და გავარკვევთ ამ ყველაფერს. ჩვენთვის მთავარია, რომ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ჩვენი მხრიდან ნაბიჯები იდგმება და მთავარია, მივიღოთ შემხვედრი ნაბიჯები ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. დღემდე რასაც ვხედავთ, ეს არ არის შემხვედრი ნაბიჯები, თუმცა მგონია, რომ ახლო მომავალში, განსაკუთრებით…

მეტი...

“ხან ასე იქნება ხან ისე, ვნახოთ“- გადაიყვანენ თუ არა სააკაშვილს საპატიმროში”?!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი უწყებები. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილი ძალიან დიდი ხანია იმყოფება არა საპატიმროში, არამედ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში. კითხვაზე, აპირებს თუ არა ხელისუფლება, რომ მიხეილ სააკაშვილი ისევ დააბრუნოს საპყრობილეში, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა: „არ ვიცი ჩემთვის საინტერესო არა არის, შესაბამისი უწყებები იღებენ ხოლმე ასეთ გადაწყვეტილებებს. იცით, რომ ძალიან დიდი ხანია, სააკაშვილი იმყოფება არა საპატიმროში, არამედ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, დანარჩენზე გადაწყვეტილებებს იღებენ შესაბამისი უწყებები საჭიროებებიდან გამომდინარე. ხან ასე იქნება ხან ისე, ვნახოთ“.

მეტი...

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს თენგიზ ცერცვაძის სახელი მიენიჭება

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს თენგიზ ცერცვაძის სახელი მიენიჭება. თენგიზ ცერცვაძე იყო აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი საქართველოში. მისი ძალისხმევით, ქვეყანამ შეძლო, თავიდან აეცილებინა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. “2009 წელს, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, ცენტრმა აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში განსაკუთრებული მიღწევებისა და კვლევებისთვის, მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო – Dr. Lee Jong-Wook-ის პრემია. თენგიზ ცერცვაძე იყო საქართველოში, C და B ჰეპატიტების სახელმწიფო პროგრამების უმთავრესი ინიციატორი, გულშემატკივარი და წარმატებით განმახორციელებელი. განსაკუთრებულია მისი წვლილი…

მეტი...

“ძლიერი მთა ნიშნავს ძლიერ საქართველოს”- ირაკლი კობახიძე

“ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია მთის განვითარებაზე, მაღალმთიანი აჭარის განვითარებაზე ზრუნვა და ეს მომავალშიც გაგრძელდება” – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში “შუამთობის” დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ადგილიბრივ მოსახლეობას და სახალხო დღესასწაულის სტუმრებს „შუამთობა“ მიულოცა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც რეგიონის განვითარებას ემსახურება. “ხულო-ზარზმის გზაზე ბევრჯერ იყო საუბარი და მიხარია, რომ ეს პროექტი წელს ბოლომდე იქნება მიყვანილი. განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. ბატონ ირაკლი ქარსელაძეს განსაკუთრებული მადლობა ამისთვის. ძლიერი მთა ნიშნავს ძლიერ საქართველოს, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვიზრუნოთ ჩვენს მთიანეთზე, ქართულ…

მეტი...

რუსეთში კიტრის ხმამაღლა კბეჩის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა

მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ოლიმპიადის პარალელურად, რუსეთში, კიროვის ოლქში გაიმართა, ყველზე ხმამაღლა კიტრი ეგვიპტელმა მონაწილემ ჩაკბიჩა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ამავე ცნობით, გამარჯვებულს სპეციალური პრიზი, დიზაინერის მიერ მოხატული თეფში გადაეცა, რომელზეც კიტრია გამოსახული. ჩემპიონატში 13 ქვეყნის – ბანგლადეშის, ტანზანიის, ეგვიპტის, იემენის, ინდოეთის, ჩინეთის, რუსეთის, სენეგალის, სირიის, სუდანის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მეტი...

აშშ-ის შემდეგ მოქალქეებს ლიბანის დატოვებისკენ საფრანგეთიც მოუწოდებს

საფრანგეთი, ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ესკალაციის რისკის ფონზე, ლიბანში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანა დატოვონ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, ლიბანში არ გაემგზავრონ, მათ კი, ვინც უკვე იქ იმყოფება, აფრთხილებს, ქვეყანა დატოვონ. შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთში არსებული მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავის მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომაც მოუწოდეს.    

მეტი...

„სახარის უდაბნო რომაა, ზუსტად იგივე მდგომარეობაა“- ხაშურში გზის რეაბილიტაციას ითხოვენ

ხაშურში გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მოსახლეობის ნაწილმა, გზა გადაკეტა. მოქალაქეები ამბობენ, რომ მძიმე ინფრასტრუქტურული პირობების გამო ცხოვრება ქუჩაზე გაუსაძლილი გახდა. მოუწესრიგებელ გზას ემატება მტვერიც. „ბავშვები დაავადმყოფებულები არიან. თუ იწვიმებს გუბეებში ვიხრჩობით, თუ სიმშრალე და ქარია, სახარის უდაბნო რომაა, ზუსტად იგივე მდგომარეობაა. ხომ შეიძლება ყურადღება მოგვაქციონ? გავიგუდეთ, ვერ გამოხვალ, სარეცხს ვერ გაფენ“- ამბობს ადგილობრივი.    

მეტი...

ისრაელში ცივი იარაღით შეიარაღებულმა პალესტინელმა ერთი ადამიანი მოკლა

ისრაელის ქალაქ ჰოლონში ცივი იარაღით შეიარაღებულმა პირმა ერთი ადამიანი მოკლა და სამი დაჭრა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები 34 წლის პალესტინელი ამარ ოდეა. მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელის ლიკვიდირება ადგილზე მისულმა პოლიციელმა განახორციელა.

მეტი...

უკრაინას კიდევ 23 ბავშვი დაუბრუნდა

ორგანიზაცია Save Ukraine იუწყება, რომ ხერსონის, ზაპოროჟიეს და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში კიდევ 23 ბავშვი დაბრუნდა. მათ შორის სამი ობოლია. რვა მათგანი, ხერსონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე პროკუდინის თქმით, ოკუპირებული ხერსონის რეგიონიდან დაბრუნდა. ორგანიზაცია Save Ukraine აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან გუნდმა, რუსეთიდან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან 446 ბავშვის დაბრუნება მოახერხა.

მეტი...

სპეციალისტები მოვლენას ვერ ხსნიან – ბრაზილიაში ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დაფიქსირდა

ბრაზილიის ქალაქ კურიტიბაში ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დააფიქსირეს. კადრები თვითმხილველებმა გადაღეს, რომლის ავთენტურობაცე ექსპერტებმა დაადასტურეს. მათი თქმით, ეს ამოუცნობი მფრინავის ობიექტის აქამდე გადაღებული ყველაზე მკვეთრი კადრებია. სპეციალისტები მოვლენას ჯერ ვერ ხსნიან. ვარაუდობენ, რომ საქმე შეიძლება მეტეოზონდს, ან მფრინავ საჰაერო ბუშტს ეხებოდეს. თუმცა კონკრეტული პასუხის გაცემა ჯერ ვერავინ შეძლო.

მეტი...

პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი ორი ადამიანი დააკავა

შს სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 2 ადამიანი დააკავეს. დაკავებულია, 1999 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.ი., მეტსახელად „ჯავა“ ხოლო, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე, 2001 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.ყ. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებულმა ც.მ.-მ ერთ-ერთი ონლაინკაზინოს მეშვეობით დიდი რაოდენობით თანხა მოიგო, რაც ცნობილი გახდა ბრალდებულებისთვის. გ.ი.-მ და ნ.ყ.-მ, მატერიალური სარგებლის მიღებისა და ,,ქურდულ სამყაროში“ ძალაუფლების განმტკიცების მიზნით განიზრახეს ც.მ.-სთვის ,,ქურდული გარჩევა“ მოეწყოთ, რომელსაც ესწრებოდა მისი ნათესავი რ.ა. ერთ-ერთმა ბრალდებულმა გ.ი.-მ საქმეში ჩართო „კანონიერ ქურდი“…

მეტი...

კახეთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

კახეთში, სოფელ მატანში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით,  მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა და  გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ადგილზე მობილიზებული იყო  საპატრულო პოლიცია, მაშველები და სასწრაფო დახმარების სამსახური. 22 წლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. დაშავებული მგზავრები სხეულის  სხვადასხვა  დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ერთ- ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.  

მეტი...

ლაშა გურული დღეს კუბელ მოკრივეს დაუპირისპირდება

პარიზის ოლიმპიადაზე დღეს ქართველი მოკრივე ლაშა გურული, ნახევარფინალში კუბელ ალვარეს ბორხესს დაუპირისპირდება. ტურნირი 19 :00 საათიდან დაიწყება. ლაშა გურულს ბრინჯაოს მედალი გარანტირებული აქვს, თუმცა ის ფინალში გადასასვლელად იბრძოლებს. გურული პირველი ქართველი მოკრივეა, რომელმაც მედალი მოიპოვა.  

მეტი...

აშშ საკუთარ მოქალქეებს მოუწოდებს, დატოვონ ლიბანი

ბეირუთში შეერთებული შტატების საელჩო, ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ლიბანი „ნებისმიერი ხელმისაწვდომი ბილეთით“ დატოვონ. საელჩომ განაცხადა, რომ მათ, ვინც ლიბანში დარჩენას ირჩევს, უნდა მოამზადონ საგანგებო გეგმები და მოემზადონ დიდი ხნის განმავლობაში თავის შეფარებისთვის. საელჩოში ამბობენ, რომ რამდენიმე ავიაკომპანიამ შეაჩერა და გააუქმა ფრენები ლიბანის მიმართულებით, მაგრამ ქვეყნის დასატოვებლად ხელმისაწვდომია კომერციული ტრანსპორტის ვარიანტები. აშშ-ის გაფრთხილება მოჰყვა ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობას, რომელიც გოლანის მაღლობებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ბავშვისა და მოზარდის მკვლელობის შემდეგ გამწვავდა.    

მეტი...

ვატიკანში პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ზოგიერთი სცენის გამო დამწუხრებულები არიან

ვატიკანში აცხადებენ, რომ პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ზოგიერთი სცენის გამო დამწუხრებულები არიან. როგორც ვატიკანის მიერ ფრანგულ ენაზე გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, წმინდა საყდარი „უერთდება მათ, ვინც უკანასკნელ დღეებში ხმა აიმაღლა, რათა დაგმოს ბევრი ქრისტიანისა და სხვა რელიგიების წარმომადგენელთა შეურაცხყოფა“. „პრესტიჟულ ღონისძიებაზე, სადაც მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო ღირებულებების გარშემო, არ უნდა იყოს მინიშნებები, რომლებიც ბევრი ადამიანის რელიგიურ მრწამსს დასცინის. აზრის გამოხატვის თავისუფლება, რომელიც აშკარად არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, პოულობს ზღვარს სხვა ადამიანებისადმი პატივისცემაში“- ნათქვამია ვატიკანის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. ცნობისთვის, ვატიკანის განცხადება უკავშირდება ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის იმ ნაწილს, რომელშიც დრაგ არტისტები მონაწილეობდნენ, ბევრმა ეს წარმოდგენა ლეონარდო და ვინჩის…

მეტი...

თენგიზ ცერცვაძეს დღეს დაკრძალავენ

თენგიზ ცერცვაძეს დღეს დაკრძალავენ. ინფექციური პათოლოგიების ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს სიონის საკათედრო ტაძრიდან თბილისის დროით ორ საათზე გამოასვენებენ. ქართველ იმუნოლოგს და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს საბურთალოს სასაფლაოზეე დაკრძალავენ. თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაცვალა.

მეტი...

ვარაუდობენ, რომ ირანი ისრაელზე თავდასხმას 5 აგვისტოს განახორციელებს

„თაიმს ოფ ისრაელის“ ცნობით, ამერიკელი და ისრაელელი მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ ირანი და მისი მარიონეტული ძალები ისრაელზე თავდასხმას 5 აგვისტოს გეგმავენ. როგორ წერს ახლო აღმოსავლეთში უკვე ჩავიდა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი მაიკლ კურილა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო თვითმფრინავების ესკადრილიას აგზავნის. ვაშინგტონსა და თელ ავივში ფიქრობენ, რომ ირანის შეტევა 13-14 აპრილს თეირანის მიერ ისრაელზე განხორციელბული თავდასხმის მსგავსი იქნება, რა დროსაც ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა და დრონი გაუშვეს.  

მეტი...