ვენესუელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ გამართულ აქციებზე 2000 დემონსტრანტი დააკავეს. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ მხარდამჭერებთან გამოსვლისას აღნიშნა, დაკავებულებს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გააგზავნიან.
„ამჯერად დანდობა არ იქნება“ – განაცხადა მადურომ.
ამავე დღეს ვენესუელაში ოპოზიციის მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები გაიმართა.