ინგლისში აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

ინგლისის ქალაქ როტერჰემში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროსთან მიგრანტების წინააღმდეგ მიმდინარე აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა სასტუმროს ალყა შემოარტყეს, მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გააჩინეს, ხოლო  პოლიციას ქვები დაუშინეს. დემონსტრანტები ვარაუდობენ, რომ სასტუმროში თავშესაფრის მაძიებლები არიან განთავსებულები.

აქციის მონაწილეებს სურთ, სასტუმროს შიგნით შეაღწიონ, თუმცა პოლიციელები შესასვლელთან რამდენიმე რიგად დგანან და დემონსტრანტების შეკავებას ცდილობენ.

აქციები საუთპორტში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, სადაც 17 წლის მოზარდი დანით დაესხა თავს საბავშვო საცეკვაო სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მონაწილეებს. შედეგად, მოკლულია სამი მცირეწლოვანი გოგო, ხოლო კიდევ რვა ბავშვი დაშავდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობა, რომ თავდამსხმელი რადიკალი ისლამისტი მიგრანტი იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბოროტმოქმედი კარდიფშია დაბადებული.

 

მსგავსი თემები