ბანგლადეშში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებას 27 ადამიანი ემსხვერპლა

ბანგლადეშში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკების მოხდა. დაღუპულია სულ მცირე, 27 ადამიანი, ხოლო ათობით დაშავდა. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრის, შეიხ ჰასინას გადადგომას ითხოვდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

როგორც მედია წერს, ათობით ადამიანი მომიტინგეების, პოლიციისა და მმართველი  პარტიის აქტივისტების სამმხრივი შეტაკების დროს დაშავდა. უფლებადამცველი ჯგუფები პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას პროტესტის ჩასახშობად გადამეტებული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებენ, რასაც ჰასინა და მისი მინისტრები უარყოფენ.

გასულ თვეში ბანდგალდეშში ანტისამთავრობო აქციაზე, სულ მცირე, 150 ადამიანი დაიღუპა, ათასობით დაშავდა, ხოლო 10 000 პირი დააკავეს. ქვეყნის დედაქალაქ დაკაში ასობით სტუდენტმა ქუჩები გადაკეტა და პოლიციას დაუპირისპირდა.

მსგავსი თემები