“მიდის მიზანმიმართული დევნა როგორც დამოუკიდებელ ჟურნალისტზე”-აფგან სადიგოვის ადვოკატი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფზე მიმდინარეობს მიზანმიმართული დევნა. მისივე თქმით, სადიგოვი დამოუკიდებელ ჟურნალისტია, რომელიც აზერბაიჯანში არსებუპოლიტიკურ ვითარებას ამხელს.

„სამწუხაროდ, დღეს არ გვქონდა ის მტკიცებულება, რომელიც დღეს ოჯახმა აზერბაიჯანულ ენაზე წარმოადგინა. ეს არის მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც გაცემულია ივნისის თვეში, რომ მის წინააღმდეგ არანაირი საქმე არ არის აღძრული. თუმცა, გადაწყვეტილება, რომელიც თბილისში, პროკურატურაშია გამოგზავნილი, 2024 წლის 9 მაისს აღიძრა საქმე. საქმის აღძვრის გადაწყვეტილბა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო. 10 მაისს სასამართლომ აღკვეთი ღინიძიება გამოიტანა და 11 მაისს პირი ძებნაზე დასვა. მიდის მიზანმიმართული დევნა როგორც დამოუკიდებელ ჟურნალისტზე, რომელიც ამხელს იქ არსებულ პოლიტიკურ ვითარებას“ – აღნიშნა დიმიტრი ნოზაძემ.

საქმის პროკურორი, კონსტანტინე ცაცუა განმარტავს, რომ სადიგოვს ორ ეპიზოდში ედება გამოძალვაზე ბრალი, რის გამოც მათ მიიღეს გადაწვეტილება, რომ აღკვეთი ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა – პატიმრობა მოეთხოვათ.

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს პატიმრობა შეეფარდა

 

მსგავსი თემები