ისრაელში ცივი იარაღით შეიარაღებულმა პალესტინელმა ერთი ადამიანი მოკლა

ისრაელის ქალაქ ჰოლონში ცივი იარაღით შეიარაღებულმა პირმა ერთი ადამიანი მოკლა და სამი დაჭრა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები 34 წლის პალესტინელი ამარ ოდეა.

მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელის ლიკვიდირება ადგილზე მისულმა პოლიციელმა განახორციელა.

მსგავსი თემები