ცეცხლმა 400 956 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა-კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან

კალიფორნიის შტატში ხანძარმა 400 956 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა. აშშ-ის ისტორიაში, მეოთხე უდიდესმა ხანძარმა ადგილობრი კალიფორნიელები თავშესაფრის გარეშე დატოვა. დანგრეულია 560-ზე მეტი ნაგებობა, მათ შორისაა სახლები. ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა. ძლიერ ხანძარს 7 000-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძვის. ბოლო მონაცემებით, ხანძრის დაახლოებით 30%-ია ლიკვიდირებული.

რთული ვითარებაა კოლორადოს შტატშიც. ტყის ხანძრებს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაზიანებულია შენობები და საცხოვრებელი სახლები.

სტიქიას ერთდროულად ამერიკის რამდენიმე შტატი ებრძვის. ამ დროისთვის, აქტიურია 16 ტყის ხანძარი, რომელთაგან 14-ზე გამოძიება უკვე დაწყებულია. ქვეყნის მასშტაბით, სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში 30 000-ზე მეტი მეხანძრე-მაშველია ჩართული.

 

მსგავსი თემები