აშშ-ის შემდეგ მოქალქეებს ლიბანის დატოვებისკენ საფრანგეთიც მოუწოდებს

საფრანგეთი, ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ესკალაციის რისკის ფონზე, ლიბანში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანა დატოვონ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, ლიბანში არ გაემგზავრონ, მათ კი, ვინც უკვე იქ იმყოფება, აფრთხილებს, ქვეყანა დატოვონ.

შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთში არსებული მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავის მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომაც მოუწოდეს.

 

 

მსგავსი თემები