“თენგიზ ცერცვაძე გამორჩეული ადამიანი იყო”- პაატა იმნაძე

„თენგიზ ცერცვაძე გამორჩეული ადამიანი იყო. თენგიზმა რამდენიმე ახალგაზრდა თაობა გაზარდა, მთელი თაობები, ვინც დღეს საქართველოში საქმიანობს“ – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის  სამოქალაქო პანაშვიდზე ჟურნალისტებს განუცხადა.

იმნაძის თქმით, თენგიზ ცერცვაძის კავშირები და ავტორიტეტი მთელ მსოფლიოში წარმოუდგენელია.

“თენგიზ ცერცვაძე გამორჩეული ადამიანი იყო. თენგიზმა რამდენიმე ახალგაზრდა თაობა გაზარდა, მთელი თაობები არიან ვინც დღეს საქართველოში საქმიანობენ. ამერიკის, ევროპის და ყველა დიდი უნივერსიტეტების ცენტრის კარები ღია იყო თენგიზის პირადი დამსახურებით. მისი კავშირები წარმოუდგენელი იყო. ასევე, მისი ავტორიტეტი მთელ მსოფლიოში. მან უამრავ ახალგაზრდას გაუხსნა კარი, რომ მათ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება დაეგროვებინათ მსოფლიოს საუკეთესო ცენტრებში. ვთვლი, რომ ეს კაცი ჩემი მენტორი იყო” – განაცხადა იმნაძემ.

იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი, ავადმყოფობის შედეგად 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას დღეს დაკრძალავენ.

მსგავსი თემები