აშშ საკუთარ მოქალქეებს მოუწოდებს, დატოვონ ლიბანი

ბეირუთში შეერთებული შტატების საელჩო, ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ლიბანი „ნებისმიერი ხელმისაწვდომი ბილეთით“ დატოვონ. საელჩომ განაცხადა, რომ მათ, ვინც ლიბანში დარჩენას ირჩევს, უნდა მოამზადონ საგანგებო გეგმები და მოემზადონ დიდი ხნის განმავლობაში თავის შეფარებისთვის.

საელჩოში ამბობენ, რომ რამდენიმე ავიაკომპანიამ შეაჩერა და გააუქმა ფრენები ლიბანის მიმართულებით, მაგრამ ქვეყნის დასატოვებლად ხელმისაწვდომია კომერციული ტრანსპორტის ვარიანტები.

აშშ-ის გაფრთხილება მოჰყვა ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობას, რომელიც გოლანის მაღლობებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ბავშვისა და მოზარდის მკვლელობის შემდეგ გამწვავდა.

 

 

მსგავსი თემები