განიხილება თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი „ბარსელონაში“?!

ნიკო  უილიამსის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში „ბარსელონა“ მარცხენა გარემარბის დასამატებლად გეგმა B-ს ამზადებს, ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად კატალონიელები ხვიჩა კვარაცხელიას განიხილავენ – ამის შესახებ სტატიას fcbarcelona noticias-ი აქვეყნებს.

„ცხადი გახდა, რომ „ბარსელონაში“ ნიკო უილიამსის ტრანსფერი შეიძლება უფრო გართულდეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, კლუბი ალტერნატიულ ვარიანტებზეც ფიქრობს. ერთ-ერთი ასეთი ალტერნატივა, რომელიც მარცხენა ფლანგს გააძლიერებს და, შესაძლოა, კლუბის შესანიშნავი შენაძენი გახდეს, „ნაპოლის“ მარცხენა გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელიაა“- აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ ქართველი თავდამსხმელი, რომელსაც ნეაპოლიტანურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, ამ ზაფხულს გუნდიდან წასვლითაა დაინტერესებული, რადგან „ნაპოლი“ ევროტურნირებზე არ თამაშობს. „კვარადონასა და მისი გარემოცვისთვის ეს ვითარება ხელსაყრელი ვერ იქნება, ამიტომ გამოსავალს ევროპულ გრანდში გადასვლაში ეძებენ”

 

მსგავსი თემები