“ჩვენ განვიხილავთ სანქციებს ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის მიმართ”- ჯინ შაჰინი

ამერიკელი სენატორი  ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ განიხილება სანქციები ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის მიმართ. ამის შესახებ მან,  “ამერიკის ხმასთან” ისაუბრა.

“ჩვენ ცოტა ხნის წინ შევაჩერეთ სამხედრო წვრთნები საქართველოსთან, რაც კიდევ ერთი გზაა იმის სათქმელად, რომ სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს. ჩვენ განვიხილავთ სანქციებს ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის მიმართ. მკაფიოდ რომ ვთქვა, ეს არის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ორპარტიულად”- განაცხადა ამერიკელმა სენატორმა.

მსგავსი თემები