უკრაინას კიდევ 23 ბავშვი დაუბრუნდა

ორგანიზაცია Save Ukraine იუწყება, რომ ხერსონის, ზაპოროჟიეს და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში კიდევ 23 ბავშვი დაბრუნდა. მათ შორის სამი ობოლია. რვა მათგანი, ხერსონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე პროკუდინის თქმით, ოკუპირებული ხერსონის რეგიონიდან დაბრუნდა.

ორგანიზაცია Save Ukraine აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან გუნდმა, რუსეთიდან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან 446 ბავშვის დაბრუნება მოახერხა.

მსგავსი თემები