„თამაში მარტომ მოიგო“- რა შეფასება მიიღო ბუდუ ზივზივაძემ

გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის პირველ ტურში კარლსრუე საკუთარ მოედანზე ნიურნბერგს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა. თავდაპირველად კარლსრუე თამაშს აგებდა, თუმცა მასპინძლებმა თამაშის შემობრუნება შეძლეს ეს  ქართველმა ფორვარდმა, ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა. ბუდუმ ჯერ პირველი ნახევრის ბოლოს შეამცირა სხვაობა, მეორე ტაიმში კი კიდევ 2 გოლი გაიტანა და კარლსრუეს პირველი გამარჯვება მოუტანა. ზივზვიაძემ ყველაზე მაღალი, 9.8 შეფასება მიიღო.

სპორტული  გამოცემები აღნიშნული მატჩის შესახებ ბევრს წერენ. უფრო მეტიც, ერთ-ერთი მათგანი მიიჩნევს, რომ ქართველმა თავდამსხმელმა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს  მიროსლავ კლოზეს სამწვრთნელო დებიუტი ჩაუშხამა. უფრო მეტიც, ამბობენ რომ “თამაში მარტომ მოიგო”.

 

 

მსგავსი თემები