„აშშ განაგრძობს ისრაელის დახმარებას“- ჯონ კირბი

“ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს ისრაელის დახმარებას, რათა მოემზადოს ირანის მხრიდან მოსალოდნელი პასუხისთვის, მას შემდეგ, რაც თეირანში „ჰამასის“ ლიდერი მოკლეს”-  ამის შესახებ, მედიასთან თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ ისაუბრა.

კირბი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ სჯერა, რომ „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საუკეთესო გზაა ამ ომის დასასრულებლად“.

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მზად ვართ და გვაქვს შესაძლებლობები რეგიონში, რათა შეგვეძლოს დავეხმაროთ ისრაელს თავის დაცვაში, ასევე დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი საკუთარი ობიექტები, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები“- განაცხადა კირბიმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.

მსგავსი თემები