,,ჩემს სიტყვას ბოლომდე შევასრულებ” – ,,ოცნების” დეპუტატი გამჭვირვალობის შესახებ კანონის გამო პარტიას და თანამდებობას ტოვებს

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, პარტია ,,ქართული ოცნების” წევრი ლევან ბერძენაშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო პარტიას და საკრებულოში დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. ბერძენაშვილი საკრებულოში იურიდიული კომისიის ხელმძღვანელია. ,,მე რაც ვთქვი, ჩემს სიტყვას ბოლომდე შევასრულებ. ეს არის პროტესტი კანონზე, რომელიც პარლამენტმა მიიღო”, – ამბობს პოლიტიკოსი “რადიო თავისუფლებასთან”. მან 26 აპრილს საკრებულოს სხდომაზე თქვა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონს ეწინააღმდეგებოდა და ფიცი დადო: ,,უმორჩილესად გთხოვთ, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, ეს კანონი გაითხოვოს უკან და თქვენ წინაშე ვდებ ფიცს, თუ ეს არ მოხდება, დავტოვებ პარტია “ქართულ ოცნებას”, დავტოვებ ფრაქცია “ქართულ ოცნებას” და დავტოვებ თანამდებობას”.

მეტი...

,,ყველა იმ ევროპელმა პოლიტიკოსმა მოიხადოს ბოდიში, ვინც სააკაშვილს პოლიტპატიმრად და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლად მოიაზრებდა” – პაპუაშვილი

,,ყველა პოლიტიკოსმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მოიაზრებდა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლად, მოიხადოს ბოდიში, ამოშალონ რეზოლუციებიდან ყველა ის ჩანაწერი, რომელიც ევროპარლამენტში და ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე მნიშვნელოვან ინსტიტუციებს აკადრეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, ზუსტად იგივე სახეები მოიაზრებდნენ სააკაშვილს პოლიტპატიმრად, ვინც დღეს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის განცხადებებით. „სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ერთი კვირა გავიდა. ის აქტორები, რომლებიც თავის დროზე მას ლამის პოლიტპატიმრად მოიხსენებდნენ და მის გამოშვებას წინაპირობად აყენებდნენ კანდიდატის სტატუსისთვის, იგივე სახეებს ვისაც დღეს ხედავთ განცხადებებში, ჰქონდათ 2-წლიანი შტურმი საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ხალხის ტვინების წინააღმდეგ, რომ…

მეტი...

,,ბოიკოტს უცხადებენ 9 პუნქტთან დაკავშირებული კანონპროექტების მიღებას” – პაპუაშვილი

,,დღეს ოფიციალურად მომივიდა ბოიკოტის წერილი რამდენიმე ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფისგან. სავარაუდოდ, ყველასგან შემოვა ეს ბოიკოტი. ეს არის სინამდვილეში მათი სახე – ბოიკოტს უცხადებენ 9 პუნქტთან დაკავშირებული კანონპროექტების მიღებას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „აქ რა უნდა ვთქვათ ან ამ ოპოზიციაზე, ან მათ სიმბიოზზე „ენჯეოებთან“? თითი თითზე არ დაუკარებიათ ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის არასდროს – არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არც ოპოზიციაში ყოფნის დროს. ეს მათი მავნებლობის კიდევ ერთი მხილებაა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მეტი...

,,რუსულ კანონს არ დავემორჩილებით! ის დარჩება ფარატინა ქაღალდად” – არასამთავრობოების განცხადება

,,რუსულ კანონს არ დავემორჩილებით! რუსული კანონი ჩვენ ქვეყანაში არ იმუშავებს! ის დარჩება ფარატინა ქაღალდად”, – ამის შესახებ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ: ,,რუსულ კანონს არ დავემორჩილებით! 55 დღის წინ ხელისუფლებამ გატეხა ქართველი ხალხისთვის მიცემული სიტყვა და ხელახლა დააინიცირა რუსული კანონი. მას უნდოდა ამ კანონის მიღებით გაეტეხა სამოქალაქო სექტორი, მაგრამ მიიღო უპრეცედენტო ერთიანობა და დაუღალავი წინააღმდეგობა. ქართველი ხალხი მტკიცედ იცავს და დაიცავს საკუთარ ევროპულ მომავალს და არასოდეს შეეგუება რუსული ჩექმის ქვეშ ცხოვრებას. რუსული კანონი ჩვენ ქვეყანაში არ იმუშავებს! ის დარჩება ფარატინა ქაღალდად, რომელსაც არავინ დავემორჩილებით! ხელისუფლებამ გაცნობიერებულად შეუქმნა საფრთხე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას,…

მეტი...

,,მინდა მივულოცო ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ბედი, მისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა” – კალაძე

„ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენმა საზოგადოებამ იხილა წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი და შეურაცხყოფა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ გავბედეთ და დავიცავით საკუთარი ქვეყანა იმ სცენარისაგან, რაც სამწუხაროდ, უკრაინაში განხორციელდა; რომ გავბედეთ და მოვითხოვეთ პასუხი რატომ არ შეიძლება მივიღოთ კანონი, რომელიც მოქმედებს როგორც ევროპის რიგ ქვეყნებში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. კალაძემ კანონის მიღება მიულოცა ყველას, „ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ბედი მისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“. „გუშინ პარლამენტის სესია…

მეტი...

დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის – „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში, ქ. მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – მუხრანის, ახალდაბის და წეროვანის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ ენერგეტიკის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი გაიმართა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ. სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ პროექტის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები და სასაჩუქრე ნაკრები გადასცა, ხოლო გამარჯვებულებს – პორტატული და პლანშეტური კომპიუტერები. ღონისძიებას ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საჯარო სკოლების ხელმძღვანელი პირები, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები. „ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ სკოლის მოსწავლეების ინტერესი ენერგეტიკის…

მეტი...

,,მოღალატეები აღმოჩნდნენ უფრო ძლიერები და მათ ამას ვულოცავ, თუმცა ეს ძალიან დროებითია” – თამარ კორძაია

,,მოღალატეები აღმოჩნდნენ უფრო ძლიერები და ვულოცავთ მათ ამას, თუმცა ეს დროებითია”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა და გამოეხმაურა გამჭვირვალობის კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს. „სამომავლოდ ზუსტად ასევე დავპირდები მოქალაქეებს, რომ ამათ ოქტომბერში გავისტუმრებთ. გამარჯვების მოლოდინი მაქვს“, – აღნიშნა კორძაიამ.

მეტი...

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ძალაში შესასვლელად, საჭიროა 5 დღის ვადაში პრეზიდენტის ხელმოწერა

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 84/4-ის წინააღმდეგ დაძლია. რაც შეეხება პროცედურას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ძალაში შესასვლელად, საჭიროა ხუთი დღის ვადაში სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერა. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი უარს იტყვის ხელმოწერაზე, კანონპროექტს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

მეტი...

,,ოცნების” გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ არა გაკვირვებული” – შაჰინი

,,ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ არა გაკვირვებული”, – ამის შესახებ სენატორი ჯინ შაჰინი X-ზე წერს და ვეტოს დაძლევას ეხმაურება. ,,ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო უცხოური აგენტების კანონზე, იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ არა გაკვირვებული. ჩემი ,,ქართველი ხალხის აქტი” უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას და უგულებელყოფს ქართველი ხალხის აბსოლუტურ სურვილებს,” – წერს შაჰინი.

მეტი...

თურქეთში მომხდარ ავარიას ქართველი ქალი ემსხვერპლა

თურქეთში გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქართველი ქალი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად, დაიღუპა კიდევ ორი და დაშავდა ორი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, ოჯახი მსუბუქი ავტომობილით ანტალიიდან ქალაქ ადანას მიმართულებით მიემგზავრებოდა, რა დროსაც მანქანას ტრაილერი დაეჯახა. დაშავებულები, სამი წლის გოგო და მამა კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, ისინი სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში რჩებიან. დაღუპულ 40-წლამდე ქართველ ქალს ზუგდიდში დღეს ჩამოასვენებენ.

მეტი...

,,მთავრობამ ფაქტობრივად აირჩია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეაჩეროს” – ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი “ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას ეხმაურება. მისი თქმით, მთავრობამ, ფაქტობრივად, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეჩერება აირჩია. ,,ქართველ ხალხს თვალები ევროპული მომავლისკენ ჰქონდა მიპყრობილი, რომელიც ახლა მთავრობამ საფრთხის ქვეშ დააყენა ,,უცხოური აგენტების” კანონის მიღებით. ვწუხვარ, რომ მთავრობამ ფაქტობრივად აირჩია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეაჩეროს”, – წერს თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი.

მეტი...

„ვწუხვარ, რომ მთავრობამ გადაწყვიტა, ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია შეაჩეროს“

„ვწუხვარ, რომ მთავრობამ ფაქტობრივად გადაწყვიტა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეაჩეროს“ – აცხადებს ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი. მისი შეფასებით, ქართველი ხალხი ევროპული მომავლის მოლოდინში იყო. „ქართველ ხალხს თვალები ევროპული მომავლისკენ ჰქონდა მიპყრობილი, რომელიც ახლა მთავრობამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებით საფრთხის ქვეშ დააყენა. ვწუხვარ, რომ მთავრობამ ფაქტობრივად გადაწყვიტა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეაჩეროს“, – აცხადებს თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი.

მეტი...

,,ქართველო მეგობრებო, თქვენ მხოლოდ საქართველოსთვის არ იბრძვით, თქვენ იბრძვით ევროპისთვის” – როთი

,,ქართველო მეგობრებო, თქვენ მხოლოდ საქართველოსთვის არ იბრძვით, თქვენ იბრძვით ევროპისთვის”, – წერს X-ზე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი. ,,ძვირფასო ქართველო მეგობრებო, თქვენთვის მხოლოდ ერთი მესიჯი მაქვს: თქვენ მხოლოდ საქართველოსთვის არ იბრძვით. თქვენ იბრძვით ევროპისთვის, თქვენ იბრძვით თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის”, – წერს როთი.

მეტი...

,,სევდიანი დღეა! ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ” – სენატორი კარდინი

,,სევდიანი დღეა… ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ”, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ბენ კარდინიმ სოციალურ ქსელში დაწერა და ,,ქართული ოცნების” მიერ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა. ,,საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული სტილის “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის მიღება საქართველოსთვის სევდიანი დღეა. თუმცა, ხალხმა გამოხატა, რომ ისინი ივანიშვილს მათი დემოკრატიის განადგურებისა და ევროპული მომავლის წართმევის უფლებას არ მისცემენ. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ”, – წერს სენატორი კარდინი.

მეტი...

,,კანონის მიღებით პარლამენტი ქვეყნის დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას და აშშ-სთან ორმხრივ ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის” – პაუერი

,,ქართული ოცნების” მიერ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი. მისი თქმით, ამ ქმედებით ხელისუფლება საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ორმხრივ ურთიერთობებს აშშ-სთან. ,,საქართველოს პარლამენტი “უცხოური გავლენის” კანონპროექტის მიღებით, საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და ორმხრივ ურთიერთობებს აშშ-სთან. ჩვენ ქართველი ხალხისა და ევროპული მომავლისკენ მათ მისწრაფებების გვერდით ვდგავართ”, – წერს პაუერი.

მეტი...

,,საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროპისგან აშორებს” – ბერბოკი

,,საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ არ ითვალისწინებს აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს, რომელიც ქუჩაში ევროპული მომავლისთვის ყოველდღიურად გამოდის და ქვეყანას ევროპისგან აშორებს. კურსის შეცვლა გვიანი არასდროსაა”, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკიმ სოციალურ ქსელში დაწერა და ,,ქართული ოცნების” მიერ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გამოეხმარა.

მეტი...

,,ამ კანონის ამოქმედება ევროკავშირისადმი მისწრაფებებს ეწინააღმდეგება” – სლოვაკეთის პრეზიდენტი

,,უცხოელი გავლენების” შესახებ კანონის ამოქმედება ევროკავშირისადმი მისწრაფებებს ეწინააღმდეგება”, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ X-ზე დაწერა და ,,ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა. ,,სლოვაკეთი საქართველოს და მისი ხალხის მეგობარია, მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებებს ევროკავშირისკენ. “უცხოელი გავლენების” შესახებ კანონის ამოქმედება სწორედ ამ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. საქართველოში ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისადმი პატივისცემას იმსახურებს,” – წერს ზუზანა ჩაპუტოვა.

მეტი...

,,საქართველოს ევროპული გზა დროებით დასრულდა. ტრაგიკულია – მაგრამ სიმართლე” – ბილდტი

,,საქართველოს ევროპული გზა დროებით დასრულდა. ტრაგიკულია – მაგრამ სიმართლე,” – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, კარლ ბილდტი X-ზე წერს და ვეტოს დაძლევას ეხმაურება. ,,როდესაც მმართველი პარტია პარლამენტში რუსული კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად უმრავლესობას იყენებს, საქართველოს ევროპული გზა დროებით დასრულდა. ტრაგიკულია – მაგრამ სიმართლე,” – წერს ბილდტი.

მეტი...

„ეს არის იარაღი და ტაქტიკა განსხვავებული აზრის ჩასახშობად“ – რას აცხადებენ აშშ-ში?!

„იმედგაცრუებული ვართ იმის ხილვით, რომ საქართველოს პარლამენტმა დაძლია საქართველოს პრეზიდენტის ვეტო ანტიდემოკრატიულ „უცხიური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე, მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრა მოულოდნელი არ იყო“, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, თუ რა არის პრეზიდენტ ჯო ბაიდედნის მესიჯი ქართველი ხალხის მიმართ. როგორც მან აღნიშნა, [უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონი] მოითხოვს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დარეგისტრირდნენ უცხოური მთავრობის აგენტებად, დაფინანსების 20%-ის უცხოეთიდან მიღების გამო და ეს არ არის ის, რასაც დემოკრატები აკეთებენ. „ჩვენ ვნახეთ, რომ ათიათასობით ქართველი აპროტესტებდა ამ კანონპროექტს გასულ კვირას, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროტესტი…

მეტი...

,,ქართულ ოცნებას” მილიონი შანსი ჰქონდა, არ ეღალატა საქართველოსთვის” – კრამონი

,,ქართულ ოცნებას” მილიონი შანსი ჰქონდა, არ ეღალატა საქართველოსთვის, მაგრამ მაინც არჩიეს, რომ პუტინს დამორჩილებოდნენ,” – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი X-ზე წერს და ვეტოს დაძლევას ეხმაურება. ,,ქართულ ოცნებას” მილიონი შანსი ჰქონდა, არ ეღალატა საქართველოსთვის, მაგრამ მაინც არჩიეს, რომ პუტინს დამორჩილებოდნენ. ისტორია არასდროსაა კეთილი მოღალატეების მიმართ. მიუხედავად ამ წარუმატებლობისა, ქართველი ხალხისთვის ისტორია კარგად მთავრდება. ადრე თუ გვიან, ისინი შეუერთდებიან ევროკავშირს და ამას ვერც რუსეთი და ვერც მათი მართული ჯგუფები ვერ შეცვლიან,” – წერს კრამონი.

მეტი...

,,აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მაგრამ მათი მთავრობა აღარ უნდა სარგებლობდეს შეერთებული შტატების მხარდაჭერით” – რიში

,,საქართველოს მთავრობამ, ამ ქმედებით, მტკიცე ნაბიჯი გადადგა თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების აშენების საპირისპიროდ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათი მთავრობა აღარ უნდა სარგებლობდეს შეერთებული შტატების მხარდაჭერით”, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის უფროსმა წევრმა რესპუბლიკური პარტიიდან ჯიმ რიშმა X-ზე დაწერა და ,,ქართული ოცნების” მიერ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა.

მეტი...

,,მე მგონი იმიტომაც არღვევს კონსტიტუციას, რომ არც იცის, იქ რა წერია” – მაჭარაშვილი ზურაბიშვილზე

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი რეფერენდუმთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი რეფერენდუმის იმ საკითხზე ჩატარებაზე საუბრობს, რაც კონსტიტუციით უკვე განსაზღვრულია. „გადაწყვიტა, მოდით, ახლა ქალაქობანა ვითამაშოთო, დაწერეთ განცხადებები, ხელი მოაწერეთ და შემდეგ ჩემთან მოიტანეთო. იმის შემდეგ დახაზავს, აწონ-დაწონის, დაითვლის. მერე მოატყუა ხალხს, რომ რაღაც რეფერენდუმს ჩაატარებს, თან იმ საკითხზე, რომელიც უკვე კონსტიტუციაში არის გადაწყვეტილი. მე მგონი იმიტომაც არღვევს კონსტიტუციას, რომ არც იცის, იქ რა წერია ან რა უნდა შეასრულოს“, – აცხადებს მაჭარაშვილი. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მოქალაქეებს რეფერენდუმის ჩასატარებლად ხელმოწერების შეგროვება შესთავაზა.

მეტი...

უკრაინამ და პორტუგალიამ უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პორტუგალიის პრემიერმინისტრმა ლუის მონტენეგრომ 28 მაისს ლისაბონში ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. შეთანხმება აძლიერებს პორტუგალიის ვალდებულებას მხარი დაუჭიროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას 1991 წლის საზღვრებში. ,,პორტუგალია წელს მინიმუმ 126 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას უზრუნველყოფს. ის ასევე ადასტურებს მონაწილეობას F-16-ების კოალიციაში, საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობების საერთაშორისო კოალიციაში, დიდი კალიბრის საბრძოლო მასალის შეძენის პროგრამაში, ნაღმების გაწმენდისა და საზღვაო უსაფრთხოების განმტკიცებაში”, – ნათქვამია განცხადებაში. არსებული ინფორმაციით, შეთანხმების ცალკეული ბლოკები ეძღვნება ორმხრივ თანამშრომლობას თავდაცვის მრეწველობის, დაზვერვის, ორგანიზებული დანაშაულისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში, აგრეთვე ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და…

მეტი...