„ეს არის იარაღი და ტაქტიკა განსხვავებული აზრის ჩასახშობად“ – რას აცხადებენ აშშ-ში?!

„იმედგაცრუებული ვართ იმის ხილვით, რომ საქართველოს პარლამენტმა დაძლია საქართველოს პრეზიდენტის ვეტო ანტიდემოკრატიულ „უცხიური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე, მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრა მოულოდნელი არ იყო“, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, თუ რა არის პრეზიდენტ ჯო ბაიდედნის მესიჯი ქართველი ხალხის მიმართ.

როგორც მან აღნიშნა, [უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონი] მოითხოვს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დარეგისტრირდნენ უცხოური მთავრობის აგენტებად, დაფინანსების 20%-ის უცხოეთიდან მიღების გამო და ეს არ არის ის, რასაც დემოკრატები აკეთებენ.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ათიათასობით ქართველი აპროტესტებდა ამ კანონპროექტს გასულ კვირას, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროტესტი საქართველოს ისტორიაში და ვიცით, რომ ბევრმა ქართველმა ნათლად გამოხატა თავისი წინააღმდეგობა. ეს კანონმდებლობა მოითხოვს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დარეგისტრირდნენ უცხოური მთავრობის აგენტებად, უბრალოდ დაფინანსების 20%-ის უცხოეთიდან მიღების გამო. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიის შენარჩუნებაში და ამ ტვირთის შექმნა ძირს უთხრის მათ ამის შესაძლებლობას. სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობა არის ის, რასაც აკეთებენ ავტორიტარული მთავრობები და ეს არის იარაღი და ტაქტიკა განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ, ასე რომ, ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმის ხილვით, რაც მოხდა“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

კარინ ჟან-პიერს არ უსაუბრია რა სანქციებს განიხილავს შეერთებული შტატები აღნიშნული კანონის მიღების გამო.

 

მსგავსი თემები