,,ამ კანონის ამოქმედება ევროკავშირისადმი მისწრაფებებს ეწინააღმდეგება” – სლოვაკეთის პრეზიდენტი

,,უცხოელი გავლენების” შესახებ კანონის ამოქმედება ევროკავშირისადმი მისწრაფებებს ეწინააღმდეგება”, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ X-ზე დაწერა და ,,ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა.

,,სლოვაკეთი საქართველოს და მისი ხალხის მეგობარია, მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებებს ევროკავშირისკენ. “უცხოელი გავლენების” შესახებ კანონის ამოქმედება სწორედ ამ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. საქართველოში ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისადმი პატივისცემას იმსახურებს,” – წერს ზუზანა ჩაპუტოვა.

მსგავსი თემები