„ვწუხვარ, რომ მთავრობამ გადაწყვიტა, ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია შეაჩეროს“

„ვწუხვარ, რომ მთავრობამ ფაქტობრივად გადაწყვიტა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეაჩეროს“ – აცხადებს ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მისი შეფასებით, ქართველი ხალხი ევროპული მომავლის მოლოდინში იყო.

„ქართველ ხალხს თვალები ევროპული მომავლისკენ ჰქონდა მიპყრობილი, რომელიც ახლა მთავრობამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებით საფრთხის ქვეშ დააყენა. ვწუხვარ, რომ მთავრობამ ფაქტობრივად გადაწყვიტა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეაჩეროს“, – აცხადებს თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი.

მსგავსი თემები