,,აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მაგრამ მათი მთავრობა აღარ უნდა სარგებლობდეს შეერთებული შტატების მხარდაჭერით” – რიში

,,საქართველოს მთავრობამ, ამ ქმედებით, მტკიცე ნაბიჯი გადადგა თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების აშენების საპირისპიროდ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათი მთავრობა აღარ უნდა სარგებლობდეს შეერთებული შტატების მხარდაჭერით”, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის უფროსმა წევრმა რესპუბლიკური პარტიიდან ჯიმ რიშმა X-ზე დაწერა და ,,ქართული ოცნების” მიერ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა.

მსგავსი თემები