,,ჩემს სიტყვას ბოლომდე შევასრულებ” – ,,ოცნების” დეპუტატი გამჭვირვალობის შესახებ კანონის გამო პარტიას და თანამდებობას ტოვებს

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, პარტია ,,ქართული ოცნების” წევრი ლევან ბერძენაშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო პარტიას და საკრებულოში დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. ბერძენაშვილი საკრებულოში იურიდიული კომისიის ხელმძღვანელია.

,,მე რაც ვთქვი, ჩემს სიტყვას ბოლომდე შევასრულებ. ეს არის პროტესტი კანონზე, რომელიც პარლამენტმა მიიღო”, – ამბობს პოლიტიკოსი “რადიო თავისუფლებასთან”.

მან 26 აპრილს საკრებულოს სხდომაზე თქვა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონს ეწინააღმდეგებოდა და ფიცი დადო: ,,უმორჩილესად გთხოვთ, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, ეს კანონი გაითხოვოს უკან და თქვენ წინაშე ვდებ ფიცს, თუ ეს არ მოხდება, დავტოვებ პარტია “ქართულ ოცნებას”, დავტოვებ ფრაქცია “ქართულ ოცნებას” და დავტოვებ თანამდებობას”.

მსგავსი თემები