,,ოცნების” გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ არა გაკვირვებული” – შაჰინი

,,ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ არა გაკვირვებული”, – ამის შესახებ სენატორი ჯინ შაჰინი X-ზე წერს და ვეტოს დაძლევას ეხმაურება.

,,ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო უცხოური აგენტების კანონზე, იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ არა გაკვირვებული.

ჩემი ,,ქართველი ხალხის აქტი” უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას და უგულებელყოფს ქართველი ხალხის აბსოლუტურ სურვილებს,” – წერს შაჰინი.

მსგავსი თემები