,,სევდიანი დღეა! ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ” – სენატორი კარდინი

,,სევდიანი დღეა… ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ”, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ბენ კარდინიმ სოციალურ ქსელში დაწერა და ,,ქართული ოცნების” მიერ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა.

,,საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული სტილის “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის მიღება საქართველოსთვის სევდიანი დღეა. თუმცა, ხალხმა გამოხატა, რომ ისინი ივანიშვილს მათი დემოკრატიის განადგურებისა და ევროპული მომავლის წართმევის უფლებას არ მისცემენ. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ”, – წერს სენატორი კარდინი.

მსგავსი თემები