„თან იქონიეთ აირწინაღები და სათვალეები“- პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან ხვალ, 28 მაისს აქცია დაიგეგმა. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ხვალ არის ვეტოს დაძლევის ბოლო დღე და “რუსულ ოცნებას” მოდუნების საშუალებას არ მისცემენ. “ხვალ 28 მაისს, ყველანი ვიკრიბებით პარლამენტის უკან დილის 11 საათიდა. ხვალ არის ვეტოს დაძლევის ბოლო დღე, ამიტომ ყველა ჩვენგანმა პრიორიტეტად უნდა ვაქციოთ ხვალინდელ აქციაზე ყოფნა. პლენარული სხდომა დიდი ალბათობით გაიწელება მთელი დღის განმავლობაში, შესაბამისად ჩვენ არ უნდა მივცეთ “რუსულ ოცნებას” მოდუნების საშუალება! თან იქონიეთ აირწინაღები და სათვალეები, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ ხვალინდელმა აქციამ ჩაიაროს დემოკრატიულად და მშვიდობიანად, კანონის სრული დაცვით. ამ ეტაპზე არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი…

მეტი...

„დიდი შეცდომა იყო „უცხოეთის აგენტთან“ დაკავშირებული საკითხები, იმედია არის გამოსწორების შესაძლებლობა“- ალექსანდერ ვერშბოუ

ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ალექსანდერ ვერშბოუ მიიჩნევს, რომ ე.წ. “უცხოეთის აგენტის” კანონის ინიცირება და მიღება, შეცდომა იყო და იმედს გამოთქვამს, ხელისუფლება პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტოს გაითვალისწინებს. ამის შესახებ მან, ამერიკის ხმის ქართულ რედაქციასთან ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროა საქართველოში კონსესუსის რღვევა. „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი შეთანხმდა და ამიტომ ჩანდა, რომ საქართველოს ნატოში საბოლოო გაწევრიანებას ნათელი მომავალი ჰქონდა. ამიტომ, კიდევ უფრო სამწუხაროა საქართველოში კონსესუსის რღვევა, როცა ბატონ ივანიშვილთან ასოცირებული [მმართველი], უმრავლესობის პარტია და პოლიტიკური ძალები, დასავლეთს ზურგს აქცევს. მათ კონკრეტულად არ უთქვამთ, რომ ნატოში გაწევრიანებით დაინტერესებული აღარ არიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ,…

მეტი...

“მე წარვადგენ “ქართულ ქარტიას” და ახალ პოლიტიკურ მოდელს ჩვენს პარტნიორებს ბრიუსელში“- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სამოქმედო გეგმას, “ქართულ ქარტიას” ბრიუსელში, პარტნიორებთან წარადგენს, რათა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი აღდგეს. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ში წერს. “მე წარვადგენ “ქართულ ქარტიას” და ახალ პოლიტიკურ მოდელს ჩვენს პარტნიორებს ბრიუსელში, რათა აღდგეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და რაც შეიძლება მალე დაიწყოს მოლაპარაკებები. მე მჯერა, რომ ქართველი ხალხი მზად არის გადადგას ახალი ნაბიჯი და დაჩქარებული ტემპებით შევიდეს ევროპაში!”- წერს პრეზიდენტი.

მეტი...

„არა რუსულ კანონს“- გულშემატკივრების პროტესტი საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობისას

ბათუმში “აჭარა ბეთ არენას” სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა პროტესტის ნიშნად ტრანსპარანტები – “არა რუსულ კანონს” გამოფინეს. მოქალაქეებმა ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისსა და რეგიონებში მიმდინარე პროტესტს. “აჭარა ბეთ არენაზე” ბათუმის „დინამოსა“ და გორის „დილას“ შორის საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობს.  

მეტი...

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა ოფიციალურად შედის ძალაში

საქართველოში ჩინეთის საელჩო ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა ოფიციალურად შედის ძალაში. „გაცნობებთ, რომ „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმების“ მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ საქართველოს მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, პეკინის დროით 2024 წლის 28 მაისს 00:00 საათიდან თავისუფლდებიან ვიზის აღების ვალდებულებისგან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის ან ტრანზიტით გავლის მიზნით. ამასთან, თითოეულ შესვლაზე ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს, ხოლო ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში“- აღნიშნულია განცხადებაში. რაც შეეხება იმ…

მეტი...

ევროპის 7 ქვეყნის სპიკერი პაპუაშვილს ე.წ „რუსული კანონის“ გაწვევისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყნის პარლამენტის სპიკერი საქართველოს პარლამენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს. ისინი შესაბამის წერილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს უგზავნიან. მას ლიეტუვის პარლამენტის სპიკერი, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი ავრცელებს და ხელს ლიეტუვის გარდა, ესტონეთის, ლატვიის, პოლონეთის, ნიდერლანდების, საფრანგეთისა და ჩეხეთის პარლამენტების სპიკერები აწერენ ხელს. „ჩვენ მოგმართავთ, როგორც საქართველოს პარტნიორები, მეგობრები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერები. თქვენი ევროინტეგრაციის პროგრესის ყოველ ნაბიჯზე ჩვენ საქართველოსთან ერთად ვიყავით. ჩვენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები და უზარმაზარი ძალისხმევა ვნახეთ, რომელიც გასულ წლებში თქვენ რეფორმების განსახორციელებლად გაიღეთ. თქვენ ამ გზაზე სხვა ასპირანტებს მაგალითს აძლევდით. ჩვენ მხარს…

მეტი...

“მე არჩევნებში არ ჩავერეოდი, მაგრამ ჩემი ვალდებულებაა დავიცვა ქვეყნის კურსი“- პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორას სიტყვით მიმართა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსი საფრთხეშია და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა. „მე არჩევნების საკითხში არასოდეს ჩავერეოდი, ეს არ არის პრეზიდენტის როლი, თუ არა სამართლიანი არჩევნების ჩატარების ინტერესი, მე ვერევი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ კონსტიტუციამ მომცა ეს მანდატი და ეს ვალდებულება, რომ მე დავიცვა ქვეყნის კურსი, ქვეყნის ორიენტაცია, მისი ევროინტეგრაცია და ყველაფერი გავაკეთო ამისათვის, რაც ჩემს შესაძლებლობაშია იმისთვის, რომ შევინარჩუნო, დავეხმარო ამ ევროპულ ინტეგრაციას – ეს წერია უშუალოდ კონსტიტუციაში“- აღნიშნა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. „ამას ვაკეთებ, ამას გავაკეთებ…

მეტი...

“თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის ორიენტაციის საკითხი დგას”, – პრეზიდენტი დიასპორას

„თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ არჩევნებში, გვაჩვენეთ, გვითხრით, როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის“- განაცხად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ამ სიტყვებით დიასპორას მიმართა. პრეზიდენტის განმარტებით, წელს დიასპორის დღე არ აღნიშნეს. „დღეს 27 მაისია და ჩვეულებრივ, ეს უნდა ყოფილიყო დიასპორის დღე, მაგრამ როგორც ჩანს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ წელს ეს დღე არ აღვნიშნოთ, არ ვიზეიმოთ, რატომ? არ ვიცი, ეს ინფორმაცია ჩემამდე არ მოსულა მაგრამ, მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, მიმაჩნია, რომ მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე, ვინც საზღვარგარეთ, უშუალოდ ამ ქვეყნის შენების მონაწილეა ჩვენი მოქალაქეა და არ შეიძლება, რომ 26 მაისის შემდეგ, დღეს…

მეტი...

„როგორ დაიბრუნებს საქართველოს პრემიერი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს როდესაც რუსეთის მფარველობის ქვეშ არიან“-ზატულინი.

„არ ვიცი, პატრიოტიზმის დემონსტრირების სურვილის გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამ შთააგონა, არ მესმის, 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს როგორ დააბრუნებს“- განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს, დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა. ზატულინი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძეს სურს, თავი კიდევ ერთხელ გამოაცხადოს პოლიტიკოსად, რომელიც ოპოზიციას ევროკავშირში გაწევრიანების ან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების პრეტენზიებში არაფერს არ დაუთმობს. „არ ვიცი, პატრიოტიზმის დემონსტრირების სურვილის გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამ შთააგონა. ნამდვილად არ მესმის, როგორ დააბრუნებს 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც ვითარდებიან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რუსეთის მფარველობის ქვეშ არიან და ამ…

მეტი...

„შეიკრიბა ყველა „ომის პარტია“ და აქვთ საერთო „ომის ქარტია“ – პაპუაშვილი

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია ერთსა და იმავე მდინარეში შედის. მისივე განცხადებით, შეიკრიბა ყველა „ომის პარტია“ და აქვთ „საერთო ქარტია“. „დააანონსეს კიდეც, პირველი: დააანონსეს, რომ არჩევნების შემდეგ იქნება რეპრესიები და რეპრესიები ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის სტილში დაანონსდა. ამიტომ, თავისთავად უკვე გასაგებია საითკენ არის მოწადინებული ეს ე.წ. ერთობა. საბოლოო ჯამში, ამ ერთობის მიზანია, მოსახლეობა ვერანაირად რომ ვერ დაარწმუნეს, თითქოს ცალ-ცალკე ძალები არიან, საბოლოო ჯამში, შეიკრიბნენ იმ ერთიან ფანჩატურში, რომელშიც ისინი არაერთხელ იყვნენ“- განაცხადა პაპუაშვილმა.  

მეტი...

„2 მილონი აშშ დოლარი მოტყუებით ჩაარიცხინეს“- პროკურატურამ ორი პირი დამნშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის, თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ფინანსურ ინსტიტუტში თანხის დაბანდების შემთხვევაში მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიღების თაობაზე ინტერნეტსივრცეში ყალბი რეკლამა განათავსეს. ბრალდებულებმა დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია დაამყარეს და ნდობაში შესვლის შემდეგ, დაზარალებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარი საქართველოში, მსჯავრდებულის მიერ დაფუძნებული ფიქტიური საწარმოს საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხინეს. „შემდგომში, ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი, დაზარალებულებს მათ მიერ კონტროლირებად უცხოურ საბანკო ანგარიშებზე გადარიცხეს, რა გზითაც დაახლოებით…

მეტი...

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა

ხვალ, მმართველმა გუნდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე პრიზიდეტის ვეტო უნდა დაძლიოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის ოფისში სხდომა გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღანელობდა. „ქართული ოცნების“  ინფორმაციით, შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა  პრეზიდენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე დადებული ვეტო განიხილეს და  მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. „მიმდინარე კვირაში პარლამენტი განიხილავს რიგ საკითხებს, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს. ასევე, იქნება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონზე სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნების განხილვა. პარლამენტში განხილული იქნება ევროკომისიის 9 დათქმასთან დაკავშირებული კანონპროექტები, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“, „ანტიკორუფციული…

მეტი...

„ხელისუფლებას მოვუწოდებთ, კანონი გააუქმოს“ – ჯოზეფ ბორელი

დასავლელი მეგობრები საქართველოს ხელისუფლებას ისევ მიმართავენ და მოუწოდებენ  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  კანონი გააუქმოს. „ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გააუქმოს“, – აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი  საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი. მისივე განცხადებით, კანონის ამოქმედების შემთხვევაში, სანქციების საკითხი რეალუეია. „კანონის მიღების შემთხვევაში შესაფერისი პასუხების განხილვა დაიწყო, თუმცა გადაწყვეტილებას ივნისში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მიიღებენ. კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პოზიციები გავცვალეთ. ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ მიიჩნია, რომ ეს არც თუ ისე მნიშვნელოვანია, არც თუ ისე სამწუხაროა, ზოგიერთი თვლის, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის…

მეტი...

,,ხვალ დასრულდება პროცესი, პარლამენტი აუცილებლად დაძლევს ვეტოს” – პაპუაშვილი

,,ვფიქრობ, რომ ხვალ დასრულდება პროცესი და პარლამენტი აუცილებლად დაძლევს ვეტოს”, – ამის შესახებ პარლამენტი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პაპუაშვილი ამბობს, ხვალ, 28 მაისს, ვეტოს საკითხი პლენარულ სხდომაზე პირველივე საკითხად გავა და პოლიტიკური განცხადებების დასრულების შემდეგ, ჯერ მისი განხილვა დაიწყება, შემდეგ კი კენჭისყრა. იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტოს დღეს მხარი არ დაუჭირა.

მეტი...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი, ოფიციალური კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7680 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7246 ლარი იყო. ევროს კურსი 3.0058 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი კი 2.9540 ლარს შეადგენდა.

მეტი...

,,თუკი რაიმე წარმატებას მიაღწია ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს ყველაფერი უკავშირდება „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს” – კახა კალაძე

,,2012 წელს, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, ევროინტეგრაციის მიმართულებით ძალიან ბევრი პრობლემა იყო”, – ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა. „ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა აღნიშნა, რომ წარმატებები ევროინტეგრაციის გზაზე უკავშირდება სწორედ „ქართული ოცნების“ და არა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას. „ჩვენ კი გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება დემოკრატიის შუქურა იყო, მაგრამ რეალურად უდიდესი პრობლემები იყო, პირველ რიგში ქვეყანაში, თუნდაც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, შეზღუდული იყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. გვახსოვს, განსხვავებულ აზრს როგორც ემუქრებოდნენ, როგორ დასდევდნენ. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო თუკი რაიმე წარმატებას მიაღწია ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს ყველაფერი უკავშირდება „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს.…

მეტი...

,,EU-მ უნდა იმოქმედოს, ვგულისხმობ როგორც სტატუსს, ასევე პერსონალურ სანქციებს” – ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას შორდება. მან ასევე აღნიშნა, რომ მათ ეს საჯაროდაც განაცხადეს. ,,ლიეტუვის, ლატვიისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ვიყავით საქართველოში და ვითარება ნამდვილად შემაშფოთებელია. ერთი საკითხია ,,უცხოური აგენტების” კანონი. მაგრამ საქმეა ისაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას შორდება და მათ ეს საჯაროდაც განაცხადეს. ასე რომ, ჩვენ დღეს ასევე დავაყენებთ საქართველოს საკითხს, რომ ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს, მკაფიო უნდა იყოს პასუხთან დაკავშირებით. რადგან ჩვენ მივეცით საქართველოს მთავრობას შეღავათები, ეს ეხება უვიზო მიმოსვლას, ნებისმიერი სახის მხარდაჭერას, ასევე, კანდიდატი ქვეყნის ოფიციალურ სტატუსს.…

მეტი...

ნიუ-იორკში 23 მაისი ქართული კულტურული მემკვიდრეობის დღედ გამოცხადდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა პროკლამაცია გამოსცა, რომლითაც 23 მაისი ქართული კულტურული მემკვიდრეობის დღედ განისაზღვრა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პროკლამაციაში აღნიშნულია, რომ საქართველო მდიდარი ტრადიციებისა და კულტურის მქონე ქვეყანაა. ხაზი გაესვა ნიუ-იორკში მცხოვრები ქართული დიასპორის როლს ქართულ-ამერიკული მეგობრობის შენარჩუნებაში.

მეტი...

,,ეს არის რეალურად გზა საქართველოს არა ევროკავშირისაკენ, არამედ გზა „ნაციონალური“ კოშმარის გამეორებისაკენ” – ქადაგიშვილი პრეზიდენტის ინიციატივაზე

,,ეს არის რეალურად გზა საქართველოს არა ევროკავშირისაკენ, არამედ გზა „ნაციონალური“ კოშმარის გამეორებისაკენ”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა. „ნაციონალებო“, ჩვენი ქვეყნისა შეერთდით – ეს არის ამის მოწოდება და საბოლოო ჯამში, მრავალ ნაწილად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ ისევ შეკრებაზეა საუბარი. თუმცა, აქაც როგორც ვხედავთ, მაინც რთულია მათი შეკრება, რადგან პირადი ამბიციები ამოძრავებთ. სამოქმედო გეგმაც ასეთი აქვთ, მოვიდეთ ხელისუფლებაში, ჩავატაროთ ყველა ის რეპრესია, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის დამხასიათებელი, მივიღოთ იგივე სურათი, რაც არის უკრაინასა და მოლდოვაში. ეს არის რეალურად გზა საქართველოს არა…

მეტი...

უკრაინამ და ესპანეთმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

უკრაინამ და ესპანეთმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ესპანეთის დედაქალაქში უკრაინის პრეზიდენტი დღეს ჩავიდა და პრემიერთან პირველი შეხვედრაც გამართა. ,,ხელი მოვაწერეთ პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელსაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. ეს არის ხელშეკრულება მომავლისთვის და ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ გადავწყვიტეთ უკრაინას მივაწოდოთ ყველა ინსტრუმენტი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ უკვე მეათე ქვეყანა ვართ, რომელმაც ხელი მოაწერა მსგავს შეთანხმებას უკრაინასთან გასულ წელს G7-ის დეკლარაციის ფარგლებში“, – განაცხადა ესპანეთის პრემიერმა, პედრო სანჩესმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმების გარდა, ოფიციალურმა მადრიდმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, 1,13 მილიარდ ევროიანი პაკეტიც გამოაცხადა, რომელშიც საჰაერო…

მეტი...

,,რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ!” – ხვალ, 17:00 საათზე, პარლამენტთან აქცია გაიმართება

ხვალ, 28 მაისს პარლამენტთან გამჭვირვალობის შესახებ კანონის გასაპროტესტებლად მორიგი აქცია ჩაინიშნა. ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნება” აპირებს პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. დღეს ვეტოს მხარი არ დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა. ,,ხვალ, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდება. ყველა ის დეპუტატი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს მხარს უჭერს, ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ საკუთარ პოზიციასა და ქართველი ხალხის ინტერესს პარლამენტში დაიცავს. ჩვენ ვიკრიბებით პარლამენტთან, რათა ჩვენი ხმა გარედან გავაგონოთ მათ, ვინც საქართველოს მომავლის დანგრევას ცდილობს. ხმამაღლა ვუთხრათ, რომ ქართველი ხალხი რუსული კანონით არ იცხოვრებს! კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”, – წერენ…

მეტი...

საქართველოს სავალუტო რეზერვების დონე დაეცა IMF-ის ადეკვატურობის ზღვარს ქვემოთ – IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 5.7%-ით, 2025-ში კი 5.2%-ით გაიზრდება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დადებითი ტენდენციის მიუხედავად, არსებობს რისკები, რომლებიც საერთაშორისო ფაქტორების გარდა, ასევე დაკავშირებულია საქართველოში რეფორმების ტემპის კლებასთან, ქვეყნის მმართველობის შესახებ შეშფოთებასთან, სებ-ის მმართველობის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის საკითხებთან, თუ სხვა. BM.GE-ს ცნობით, შეფასებაში ნათქვამია: ,,არჩევნების წინ რეფორმების მომენტუმის შენელება, ასევე ქვეყნის მმართველობის შესახებ მზარდი შეშფოთებები ასევე წარმოადგენს რისკს. თუმცა დადებითი ფაქტორია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რომელიც ინვესტიციებისთვის კარგი სიგნალია, ასევე მასთან დაკავშირებულ რეფორმებს საქართველოს გაწევრიანების გზაზე პროგესის მიღწევა შეუძლია. ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შესყიდვის მნიშვნელოვანი…

მეტი...

„საკეისრომდე ერთი კვირით ადრე დაიღუპა“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

ახალგაზრდა ქალი, რომელსაც რამდენიმე დღეში უნდა ემშობიარა, დაიღუპა, ასევე, დაიღუპა ნაყოფიც. როგორც ირკვევა, მიზეზი თრომბია. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. „როგორ არ დაგცალდა ეს ბედნიერება დარო, როგორ მეწყინა”; ვაიმე დარო როგორ ვწუხარ“; „არ დაგცალდა შენი ბედნიერების დანახვა, შენ ხომ მალე უნდა ჩაგეკრა გულში შენი ვაჟკაცი… ვუსამძიმრებ ამ დიდ ტკივილს შენს ოჯახს“, – წერენ სოციალურ ქსელში.

მეტი...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის, სანქციების ახალი რეჟიმი შემოიღო. ინფორმაციას ,,დოიჩე ველე” ბრიუსელიდან დიპლომატიური წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ახალი სანქციები კოლონიაში დაღუპული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სახელობის იქნებოდა თუმცა საბოლოოდ ბრიუსელმა გადაწყვიტა, რომ ეს ის კონკრეტულ პიროვნებასთან არ დაეკავშირებინა. გამოცემის ცნობით, სანქციების ახალი რეჟიმის შემოღების ინიციატორები იყვნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, ფინეთი და შვედეთი. მათი აზრით, არსებობს მყარი მიზეზები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ანალოგიური რეჟიმი დაწესდეს ბელარუსის, ირანის, ვენესუელასა და ჩრდილოეთ კორეის რეჟიმების მიმართაც. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი დაეთანხმა ჩეხეთის ინიციატივას და…

მეტი...

,,არ ვიცი, დღევანდელ მსოფლიოში იმდენი უსამართლობა ხდება, გამორიცხული არაფერია” – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით ვიზალიბერალიზაციის, კანდიდატის სტატუსის და მსგავსი საკითხების ქვეყნის წინააღმდეგ გამოყენება ხელისუფლების ცვლილებას ისახავს მიზნად. როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ხელისუფლება ატარებს პრაგმატულ პოლიტიკას, რაც ქვეყანას გრძელვადიან მშვიდობას მოუტანს. „ეს არის ჩვეულებრივი მუქარა, შანტაჟი. გაიხსენეთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რა განცხადებები კეთდებოდა. პირდაპირ პარალელს ავლებდნენ, რომ თუ სააკაშვილი, რომელიც კონკრეტულ საქმეებზეა დამნაშავე, არ იქნებოდა გათავისუფლებული, ქვეყანა ვერ მიღებდა აღნიშნულ სტატუსს. ხალხი ხვდება, რისთვის აკეთებენ აღნიშნულ განცხადებებს და რატომ იყენებენ მაგალითად, მოლაპარაკებების გახსნას, ვიზალიბერალიზაციას, კანდიდატის სტატუსს ქვეყნის წინააღმდეგ, რადგან მათ უნდათ ხელისუფლების ცვლილება, თავიანთი აგენტურის მოყვანა და…

მეტი...

,,ეს არის დასტური იმისა, რომ ოპოზიციური პარტიები ერთი გუნდია და ერთი ხელით იმართება” – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიესალმება სალომე ზურაბიშვილის „ქართული ქარტიის“ ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანებას. როგორც მან მედიასთან განაცხადა, ეს არის დასტური იმისა, რომ აღნიშნული პოლიტიკური პარტიები სინამდვილეში ერთნი არიან. „მივესალმებით, რომ ისინი ერთ პლატფორმაზე არიან წარმოდგენილნი. ეს ადასტურებს იმას, რასაც ამ ხნის განმავლობაში ვამბობდით, ეს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენდნენ შეიძლება, სხვადასხვა სახელებით გამოდიოდნენ, მაგრამ ერთი გუნდი არის, ერთი ხელით იმართება. ამ ყველაფრის დადასტურებაა ის გადაწყვეტილება, რაც პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა. ესენი არიან ფაშისტები ლიბერალიზმით შენიღბულები“ , – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

,,ჩვენც შეშფოთებულები ვართ იმით, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, სიცრუის კამპანია მიმდინარეობს” – კახა კალაძე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის წერილზე

„კანონთან დაკავშირებით მიმდინარეობს ჩვეულებრივი ცრუ კამპანია, რადგან ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი, თუ რატომ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიწერილ წერილს გამოეხმაურა, სადაც „უცხოელი გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზეა საუბარი. „ჩვენც შეშფოთებულები ვართ იმით, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, სიცრუის კამპანია მიმდინარეობს. შემიძლია პირდაპირ პარალელები გავავლო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე, თუ რა სიცრუის კამპანია იყო ქვეყნის წინააღმდეგ. დღესაც იგივე ხდება კანონთან დაკავშირებით. ეს არის ჩვეულებრივი ცრუ კამპანია, რადგან ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი, თუ…

მეტი...

,,ქალბატონი პრეზიდენტი იმ პოლიტიკური ძალის წიაღში შევიდა, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია” – ირაკლი ჩიქოვანი

,,ქალბატონი პრეზიდენტი იმ პოლიტიკური ძალის წიაღში შევიდა, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. „თვითეულ ჩვენგანს ჩამოყალიბებული წარმოდგენა გვაქვს, რომ ქალბატონი პრეზიდენტი იმ პოლიტიკური ძალის წიაღში შევიდა, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. სამწუხაროდ, ის ასრულებს იმ დავალებებს, რომელიც მას გააჩნია და ეს დავალებები არ ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებს“, – განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ხელისუფლებას კი ძალიან კარგად ესმის, თუ რა არის ჩვენი სახელმწიფო, ეროვნული ინტერესი და ეს ხელისუფლებამ არაერთხელ დაამტკიცა.

მეტი...

ვრცელდება დაღუპული ორსული ქალის კადრები სქესის გაგების ცერემონიიდან (video)

ცოტა ხნის წინ, ფეხმძიმე ქალის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ირკვევა, გარდაცვალების მიზეზი თრომბია. სოციალურ ქსელში ვრცელდება დაღუპული ორსული ქალის კადრები, რომელიც სქესის გაგების ცერემონიაზე არის გადაღებული. „ვუსამძიმრებთ ოჯახს ამ საშინელ ტრაგედიას … სიტყვები უძლურია,“ – წერს ვიდეოს აღწერაში ორგანიზატორი კომპანია.

მეტი...

EU-მ მედვედჩუკს ფინანსური და სავიზო სანქციები დაუწესა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევროკავშირი დაეთანხმა მათ წინადადებას და სანქციების სიას დაამატა პირები, რომლებიც კრემლის რეჟიმის სასარგებლოდ მუშაობენ. EU-მ ფინანსური და სავიზო სანქციები დაუწესა უკრაინელ ოლიგარქს, პუტინთან დაახლოებულ და მის ნათლიმამად წოდებულ ვიქტორ მედვედჩუკს, ასევე მასთან დაახლოებულ უკრაინის მოქალაქე არტიომ მარჩევსკის და პროპაგანდისტულ საინფორმაციო პორტალ Voice of Europe-ს. მარჩევსკი სწორედ ამ პორტალის ხელმძღვანელია. 2024 წლის მარტში ჩეხეთმა მედვედჩუკს, მარჩევსკის და Voice of Europe-ს სანქციები ეროვნულ დონეზე დაუწესა. ეს შეზღუდვები უკვე მოქმედებს ეროკავშირის 27-ვე ქვეყანაში. მედვედჩუკი ამჟამად რუსეთში ცხოვრობს. მარჩევსკი ჩეხეთში ცხოვრობდა, თუმცა ამ ქვეყნის მიერ დასანქცირების შემდეგ, სლოვაკეთში გადავიდა.

მეტი...

,,მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, სხვა კუთხიდან დაანახოთ თქვენს მშობლებს მიმდინარე მოვლენები” – ნანა ჯანელიძის მიმართვა 84 დეპუტატის შვილებს

კინორეჟისორი და ,,ეროვნული კინოცენტრის” ყოფილი დირექტორი ნანა ჯანელიძე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მხარდამჭერ და მიმღებ დეპუტატეტების შვილებს ღია წერილით მიმართავს: ,,ღია წერილი საქართველოს პარლამენტის 84 დეპუტატის შვილებს: მოგმართავთ, რადგან სწორად თქვენზე, თქვენს სიმამაცაზე, სინდისზე, გულებზე  გადის ამ წუთას საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი არჩევანი. დიახ, სწორად თქვენ ხართ ის ერთადერთი, მფეთქავი, ცოცხალი ძაფი(ნერვი) რომელმაც შეიძლება თქვენს მამებს და დედებს –  საქართელოს პარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც ხვალ ხელი უნდა მოაწერონ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას – ხელი შეუშალოთ ამ ვეტოს დაძლევაში. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, სხვა კუთხიდან დაანახოთ თქვენს მშობლებს მიმდინარე მოვლენები, რადგან თქვენზე ძვირფასი, საამაყო, საყვარელი…

მეტი...

,,საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას” – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მათივე ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები შეუფერხებლად, სრული დატვირთვით მიმდინარეობს. „შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 26 მაისს უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სომხეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი (საქართველოს საზღვრიდან სამ კილომეტრში), რის გამოც სრულად შეჩერებული იყო სომხეთის რესპუბლიკის მხარეს მდებარე საბაჟო გამშვები პუნქტის, „ბაგრატაშენის“ მუშაობის პროცესი. აღნიშნულ გზის მონაკვეთზე მიმდინარე აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე, სომხეთის მხარის ინიციატივით, საზღვრის…

მეტი...

,,სავალუტო ბაზარზე მოკლევადიანი მერყეობა ხელოვნურმა აჟიოტაჟმა გამოიწვია” – თურნავა

,,სავალუტო ბაზარზე მოკლევადიანი მერყეობა ხელოვნურმა აჟიოტაჟმა გამოიწვია”, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში წლიური ანგარიშის წარდგენისას სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმ ნათელა თურნავამ. ,,არაფერი არ მიანიშნებს იმაზე, რომ რომელიმე ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორი რამე ნეგატიურ დინამიკას განიცდის. აქედან გამომდინარე, ის მოკლევადიანი მერყეობა რისი მომსწრენიც ჩვენ ვართ  სავალუტო ბაზარზე, არის გამოწვეული ძირითადად ხელოვნური აჟიოტაჟით, არის გამოწვეული ნეგატიური მოლოდინების გაღვივებით”, – აღნიშნა თურნავამ.

მეტი...

,,ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს” – ჰარისის წერილი პრეზიდენტს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიწერილ წერილში, რომელიც 24 მაისით თარიღდება, საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საუბრობს. წერილში ნათქვამია, რომ ის და პრეზიდენტი ბაიდენი დიდი შეშფოთებით ადევნებენ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ,,ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, პრეზიდენტი ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ვწუხვართ მოვლენების ისეთ განვითარებაზე, როგორიცაა ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს დემოკრატიას და ძირი გამოუთხაროს საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან. ჩვენ მივესალმებით თქვენს ბოლოდროინდელ ქმედებებს, რომ ვეტო დაადეთ ამ ანტიდემოკრატიულ…

მეტი...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა. საკითხი პლენარულ სხდომაზე ხვალ გავა. კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა “უკადრებელი იკადრა” და გამბედაობა არ ეყო, რომ კითხვებისთვის პასუხი გაეცა. გიორგი მსხილაძემ კი არაერთხელ განმარტა, რომ არ შევიდოდა მუხლობრივ განხილვაში რადგან კანონი მთლიანად, პირველიდან მეათე მუხლის ჩათვლით, გასაუქმებელია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რადგან ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას. ,,ეს დღე ნამდვილად იქნება სამარცხვინო დღე პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის, კონკრეტული პირებისთვის და არა ყველასთვის, რა თქმა უნდა და იმ ადამიანისთვის, რომელსაც პრეზიდენტი ჰქვია, ჯერჯერობით კიდევ”, – თქვა ოხანაშვილმა სხდომის დასრულების…

მეტი...

,,კანონის მიღებით საქართველოს ევროპული მომავალი სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგება” – ბრაჟე

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე აცხადებს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებით საქართველოს ევროპული მომავალი სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგება. ,,ჩვენ უკვე გავუგზავნეთ ძლიერი სიგნალი საქართველოს, როდესაც ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავედით თბილისში. ჩვენ შევხვდით იქ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს და დავაფიქსირეთ, რომ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მათ პროევროპულ არჩევანში. ეს ნიშნავს, რომ მთავრობამ რაღაც უნდა გააკეთოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით და ჩვენ ვთხოვეთ მათ, რომ ეს კანონი არ მიიღონ. პრეზიდენტმა მას ვეტო უკვე დაადო და ახლა პარლამენტის გადასაწყვეტია, დაძლევენ თუ არა მას. საქართველო სუვერენული ქვეყანაა და თავად…

მეტი...