,,კანონის მიღებით საქართველოს ევროპული მომავალი სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგება” – ბრაჟე

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე აცხადებს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებით საქართველოს ევროპული მომავალი სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგება.

,,ჩვენ უკვე გავუგზავნეთ ძლიერი სიგნალი საქართველოს, როდესაც ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავედით თბილისში. ჩვენ შევხვდით იქ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს და დავაფიქსირეთ, რომ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მათ პროევროპულ არჩევანში. ეს ნიშნავს, რომ მთავრობამ რაღაც უნდა გააკეთოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით და ჩვენ ვთხოვეთ მათ, რომ ეს კანონი არ მიიღონ.

პრეზიდენტმა მას ვეტო უკვე დაადო და ახლა პარლამენტის გადასაწყვეტია, დაძლევენ თუ არა მას. საქართველო სუვერენული ქვეყანაა და თავად გადაწყვეტს ამ საკითხს. თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიღებით საქართველოს ევროპული მომავალი სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგება,” – აცხადებს ბაიბა ბრაჟე.

მსგავსი თემები