,,რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ!” – ხვალ, 17:00 საათზე, პარლამენტთან აქცია გაიმართება

ხვალ, 28 მაისს პარლამენტთან გამჭვირვალობის შესახებ კანონის გასაპროტესტებლად მორიგი აქცია ჩაინიშნა. ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნება” აპირებს პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. დღეს ვეტოს მხარი არ დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა.

,,ხვალ, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდება.

ყველა ის დეპუტატი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს მხარს უჭერს, ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ საკუთარ პოზიციასა და ქართველი ხალხის ინტერესს პარლამენტში დაიცავს.

ჩვენ ვიკრიბებით პარლამენტთან, რათა ჩვენი ხმა გარედან გავაგონოთ მათ, ვინც საქართველოს მომავლის დანგრევას ცდილობს. ხმამაღლა ვუთხრათ, რომ ქართველი ხალხი რუსული კანონით არ იცხოვრებს!

კი ევროპას!
არა რუსულ კანონს!”, – წერენ ორგანიზატორები.

მსგავსი თემები