“მე არჩევნებში არ ჩავერეოდი, მაგრამ ჩემი ვალდებულებაა დავიცვა ქვეყნის კურსი“- პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორას სიტყვით მიმართა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსი საფრთხეშია და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა.

„მე არჩევნების საკითხში არასოდეს ჩავერეოდი, ეს არ არის პრეზიდენტის როლი, თუ არა სამართლიანი არჩევნების ჩატარების ინტერესი, მე ვერევი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ კონსტიტუციამ მომცა ეს მანდატი და ეს ვალდებულება, რომ მე დავიცვა ქვეყნის კურსი, ქვეყნის ორიენტაცია, მისი ევროინტეგრაცია და ყველაფერი გავაკეთო ამისათვის, რაც ჩემს შესაძლებლობაშია იმისთვის, რომ შევინარჩუნო, დავეხმარო ამ ევროპულ ინტეგრაციას – ეს წერია უშუალოდ კონსტიტუციაში“- აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

„ამას ვაკეთებ, ამას გავაკეთებ და ამას გავაკეთებ თქვენთან ერთად. მაქვს თქვენი იმედი. ჩვენი დიასპორის სრული მობილიზაციაა საჭირო, თქვენს ხელშია ჩვენი მომავალი, თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და აბა, გელოდებით საქართველოსა თუ იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობთ, რათა გვაჩვენოთ, გვითხრათ როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის“ – აცხადებს პრეზიდენტი.

“თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის ორიენტაციის საკითხი დგას”, – პრეზიდენტი დიასპორას

მსგავსი თემები