“თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის ორიენტაციის საკითხი დგას”, – პრეზიდენტი დიასპორას

„თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ არჩევნებში, გვაჩვენეთ, გვითხრით, როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის“- განაცხად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ამ სიტყვებით დიასპორას მიმართა. პრეზიდენტის განმარტებით, წელს დიასპორის დღე არ აღნიშნეს.

„დღეს 27 მაისია და ჩვეულებრივ, ეს უნდა ყოფილიყო დიასპორის დღე, მაგრამ როგორც ჩანს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ წელს ეს დღე არ აღვნიშნოთ, არ ვიზეიმოთ, რატომ? არ ვიცი, ეს ინფორმაცია ჩემამდე არ მოსულა მაგრამ, მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, მიმაჩნია, რომ მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე, ვინც საზღვარგარეთ, უშუალოდ ამ ქვეყნის შენების მონაწილეა ჩვენი მოქალაქეა და არ შეიძლება, რომ 26 მაისის შემდეგ, დღეს მათთან ერთად არ ვიზეიმოთ და არ აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!“- განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა დიასპორის მნიშვნელობას.

“ამ გეგმაში დიასპორას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი დიასპორის ასეთი აქტივობა, რაც დღეს ჩვენ ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში ვნახეთ აქამდე არ ყოფილა. თქვენ, ვინც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში თუ ამერიკაში ცხოვრობთ, ადრე, შეიძლება ნაკლებად მობილიზებული და ნაკლებად დაინტერესებული ყოფილიყავით, არ ყოფილიყავით უშუალოდ ჩართული არჩევნებში. მაგრამ, როცა ჩვენი ქვეყნის კურსის, ორიენტაციის, მისი მომავალი საკითხი დგას: იქნება ეს ევროპული, ჩვენს პარტნიორებთან ახლო, მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი ქვეყანა, თუ იქნება ეს იზოლირებული, რაღაც ტიპით რაღაც ნეორუსული ქვეყანა – ამ გადაწყვეტილებაში თქვენი როლი და თქვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ თქვენი წუხილი და ინტერესია უშუალოდ მიიღოთ მონაწილეობა არა ჩვეულებრივ არჩევნებში, არამედ ქვეყნის მომავალზე გამართულ რეფერენდუმში“- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები