„ყველანი 4 საათზე“ – „ქართული მარში“ „გეი სიყვარულზე“ ფილმის ჩასაშლელად სრულ მობილიზაციას აცხადებს

„ქართული მარშის“ წევრებმა დღევანდელ სამოქმედო გეგმასა და ლოკაციებზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს და განაცხადეს, რომ გაუკუღმართებული ცხოვრების პროპაგანდა საქართველოში არ შედგება.      „დღეს, 4 საათზე, ფილარმონიასთან დაიწყება ქართული მარშის საპროტესტო აქცია, რომელიც მიმართული იქნება „გეი პროპაგანდის“ ჩვენების წინააღდეგ,“ – აღნიშნული განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ გააკეთა და ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლის გეგმებზე ისაუბრა. სანდრო ბრეგაძის განცხადებით, კინოთეატრ „ამირანის“ წინ შეიქმნება სირცხვილის კორიდორი, რომლის გავლაც მოუწევთ ფილმზე დამსწრე საზოგადოებას. მისი თქმით ამ ფილის ჩვენება არ მოხდება. „ვიმოქმედებთ მშვიდობიანად. აპირებენ პროვოკაციების შემოგდებას და ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას. ის…

მეტი...

„მეორე სინოდი უნდა შედგეს და ეს კაცი გაუშვან ეკლესიიდან, მას მეუფის სტატუსიც არ ეკუთვნის“ – შეტევა ეკლესიაზე

კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრ გიორგი ანდრიაძის ინფორმაციით, შავი ჯიპებში რომელიც ყოფილმა ხელისუფლებამ ეპისკოპოსებს დაურიგა, ფარული კამერები იყო ჩამონტაჟებული. შესაბამისად, როგორც ანდრიაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, საპატრიარქოზე შეტევის შემდეგი ეტაპი სწორედ ამ კადრების ეტაპობრივად გამოშვება იქნება. „ყველამ იცის, სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი რომ ფარულ ჩანაწერებს აკეთებდა. მათ შორის, სასულიერო პირებზე. ლოგიკურია ახალ -ახალ კარებს ველოდოთ პირადი ცხოვრების დეტალების ამსახველს. კარგად გახსოვთ, სააკაშვილმა გარკვეულ ეპისკოპოსებს  შავი ჯიპები რომ ჩამოურიგა ვითომ კეთილი სურვილით. ბუნებრივია, ეს სიკეთით არ ყოფილა გამოწვეული და დიდი ალბათობით, იქ იყო ჩამონტაჟებული ფარული კამერები. მათთვის პროვოკაციის მოწყობა და სპექტაკლების დადგმა ძალიან…

მეტი...

“საოკუპაციო ხაზთან გაიხსნას ყველა გამშვები პუნქტი” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან გამშვები პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადებას ეხმაურება. „მივესალმები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების მოწოდებას, საოკუპაციო ხაზთან გაიხსნას ყველა გამშვები პუნქტი. საერთაშორისო საზოგადოებისადმი ჩემი გუშინდელი მიმართვის შემდეგ, ვიმედოვნებ, რომ პოზიტიური პროგრესი იქნება ადამიანი უფლებათა დაცვისთვის”,- წერს პრეზიდენტი “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები საქართველოში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და ე.წ. სამხრეთ ოსეთს ყველა გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნისკენ მოუწოდებენ.

მეტი...

“ბავშვები მოარიდეთ ეკრანს! ყველაზე საშინელი კადრები” – „მარში“ „გეი სიყვარულის“ კადრებს ავრცელებს

სანდრო ბრეგაძე ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ფრაგმენტს აქვეყნებს. “SOS! ყველას, ყველას, ყველას! “ქართულმა მარშმა” ექსკლუზიურად მოიპოვა ქართული გეი-ფილმის ყველაზე საშინელი კადრები! გთხოვთ ბავშვები მოარიდოთ ეკრანს! ამ სიბილწეს არ დავუშვებთ!”, – აცხადებს ბრეგაძე. „ქართული მარშის“ ლიდერები დღევანდელი საპროტესტო აქციის დღის გეგმებსა და შეკრების ლოკაციებზე, 10:30 საათზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრებენ.

მეტი...