საბერძნეთის სახალხო დღესასწაულზე საქართველოს ელჩი ეროვნული სამოსით მივიდა

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველო ელჩმა, ლიკა ჯანელიძემ, 25 მარტს, საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიღძვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. სახალხო ღონისძიებაზე, ლიკა ჯანელიძე, ქართულ ეროვნულ სამოსში წასდგა. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ გიუნაშვილმა განუცხადა, ელჩის სამოსმა ღონისძეიბაზე დამსწრე საზოგადოებისა და ახალგაზრდა ელჩის პროექტების ,,მეგობართა ჯგუფის” წევრების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. მისივე ინფორმაციით, საქართველოს ელჩმა, საბერძნეთის დედაქალაქში თავისუფლებისთვის დაღუპულთა ღვაწლს, საბერძნეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის პროექტების ,,მეგობართა ჯგუფის”  წევრ უცხოელ და ქართველ ახალგაზრდებთან ერთად მიაგო პატივი.

მეტი...

პესტიციდები და აგროქიმიკატები ამიერიდან, მხოლოდ სპეციალიზებულ სავაჭრო ქსელებში გაიყიდება

პირველი აპრილიდან, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სპეციალიზებული სავაჭრო ქსელის გარეთ გაყიდვა აიკრძალება. მომეტებული საფრთხის შემცველი პროდუქტების რეალიზატორებს, გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ.   ​როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს” განუმარტეს, ამ ცვლილების მიზანია  ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებისა და გარემოს დაბინძურების რისკის შემცირება. მათივე ინფორმაციით, ბიზნეს ოპერატორებმა სააგენტოს უნდა მიმართონ, რათა მან ზედამხედველობა გაუწიოს და შედეგების გათვალისწინებით მიანიჭოს აღიარება. “აღიარების გარეშე დარჩება ბიზნესოპერატორი, რომელიც პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციას აწარმოებს არასპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტში ან საბითუმო სარეალიზაციო ობიექტი მდებარეობს დასახლებულ ადგილას, ცხოველთა და ფრინველთა სადგომის ან კვებისა და წყალმომარაგების ობიექტების სიახლოვეს,” – განაცხადეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მეტი...

„ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენ გვერდით, ჩვენ ვდგავართ მის გვერდით” – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებს პასუხობს იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართულ ოცნებაში” არსებულ დაპირისპირებაში, ბიძინა ივანიშვილი კობახიძის გვერდით დგას და აცხადებს, რომ გუნდს ჰყავს ლიდერი, გუნდის წევრები კი ლიდერთან  უნდა დადგნენ. „ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენ გვერდით, ჩვენ ვდგავართ მის გვერდით, რადგან ის არის პარტიის ლიდერი. ასე მარტივადაა ყველაფერი და ბუნებრივია, სხვა ალტერნატივა ამას არ აქვს. როცა გუნდს ჰყავს ლიდერი, ბუნებრივია გუნდის წევრები უნდა დადგნენ გუნდის ლიდერთან ერთად. ეს არის რეალური სურათი და ამას შეტრიალება არ სჭირდება. არასწორია ამ სურათის შეტრიალება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

ორთაჭალაში, ხანძარს 82 წლის ქალი ემსხვერპლა

თბილისის კრწანისის რაიონში, ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე არსებულ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით,  ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრეებმა, ოპერატიული რეაგირებით, ცეცხლის შენობაში გავრცელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლეს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” კრწანისის გამგეობაში განუცხადეს, ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ გაზის გამათბობელია. გარდაცვლილი 82 წლის, ბარბარე თენარჯევია. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 30 მ² ფართობი. ამჟამად, ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები და 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი დგინდება.  მოამზადა მარიამ გელაშვილმა

მეტი...

გურამ დოჩანაშვილი 80 წლისაა – პატარა ეპიზოდი მწერლის ცხოვრებიდან

თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი შემოქმედი გურამ დოჩანაშვილი იუბილარია, ის 80 წლის გახდა. მწერალს იუბილეს სოციალურ ქსელში, ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე ულოცავს და 40 წლის წინანდელ ამბავს იხსენებს და აცხადებს, რომ ბედნიერი და ამაყია ქვეყანა, რომელსაც ასეთი მწერალი ჰყავს.  “1989 წელს, 50 წლის გახდა, სახლში მივაკითხე, იოსებიძის ქუჩაზე, შეკითხვები დავუტოვე და პასუხები ხელნაწერი დამახვედრა, წამოვიღე და “აღმართი კაცი” გაზეთ “ახალგაზრდა ივერიელში” დავბეჭდეთ.ერთხელ, გურამ დოჩანაშვილს მოთხრობაზე მუშაობისას ღვთისმშობელი მარიამი რაიმე კარგი და მშვენიერისთვის უნდოდა შეედარებინა, მაგრამ მეუფეს უთქვამს, ღვთისმშობელი არაფერს არ უნდა შეადაროო. ჰოდა, ადგა და დაუწერია – ღვთისმშობელი მარიამი…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა

საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობაზე, სამომავლო პერქპექტივებსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს დღეს გამართულ შეხვედრაზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიულისაქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა  კარლ ჰარცელმა. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანშეხვედრები გრძელდება.  ირაკლი ღარიბაშვილი უკვე შეხვდა სხვადასხვა ქვეყნის  დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელებს. 

მეტი...

წყლის დაბალი ხარისხი, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება – მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ბავშვთა სისხლში ტყვიის მოცულობა, თანამედროვე სამყაროსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა, დაგეგმვა და მათი იმპლემენტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „ვიცი, რომ ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება გატარდა, განხორციელდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტი. ბუნებრივია, ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებზე და გამოვიყენოთ საუკეთესო გამოცდილება, რომელიც დაგროვდა დასავლეთის ქვეყნებში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით წყლის ხარისხის მდგომარეობის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შედეგად გარკვეულ ქალაქებში წყლის ხარისხის გაუმჯობესება აღინიშნება, თუმცა, შეუსაბამობა მაინც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. „სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ გვაქვს რეგიონები, სადაც…

მეტი...

ჩემი კანდიდატურა მედიამ წამოსწია და “ქართული ოცნება” დაინტერესდა – ლადო კახაძე

პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, თბილისის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ექიმი ლადო კახაძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში მისი დაბრუნება მედიის დამსახურებაა. მისივე თქმით, მმართველი პარტია “ქართული ოცნება” მას შემდეგ დაინტერესდა მისი კანდიდატურით, რაც ის მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. კახაძე მის პოლიტიკურ აქტივობას ჟურნალისტებს უმადლის და აცხადებს, რომ ქედს იხრის მათი პროფესიონალიზმისა და მოუსვენრობის წინაშე.  “მადლობას გიხდით ფხიზელი თვალისთვის და იმისთვის, რომ გარკვეული მოვლენების შეფასების საშუალება მომეცით, იქნებოდა ეს ადგილობრივი თუ ზოგადი პრობლემები – რელიგია, პოლიტიკა თუ სხვა. ამან გააჩინა სურვილი, რომ ჩემი წარსულის, ასაკისა და შეხედულებების კაცი, პოლიტიკაში მოსულიყო.…

მეტი...

„ამოქექეთ ჩემი პირადი ცხოვრება, სიყვარულს არ ვცვლი“ – ლადო კახაძე მედიას დავალებას აძლევს

ექიმი და დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე ფიქრობს, რომ მედია მისი წარსულით თუ პირადი ცხოვრებითაც მეტად უნდა დაინტერესდეს და ნეგატივში გაატაროს. დეპუტატობის კანდიდატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე მედიას დავალებაც მისცა. „არ მინდა ვთქვა, რომ ის ადამიანები, ვინც ნეგატივს აგორებენ, ამით მე მეწინააღმდეგებიან. მაგრამ, პოლიტიკური ნეგატივი ვიღაცამ ხო უნდა დაცალოს. მედიამაც ისე უნდა გააშუქოს, როგორც ამას ამბობენ. ერთხელ ვიფიქრე, რომ არასოდეს გავაკეთებდი კომენტარს, რადგან ინფორმაცია მახინჯდებოდა. მაგრამ, როცა ვნახე, რომ კომენტარი ტრანსფორმაციის გარეშე გავიდა, გადავწყვიტე, ყველას დაგელაპარაკოთ. ამოქექეთ ჩემი პირად ცხოვრება, პირიქით, დავალებას მოგცემთ, იქნება ჩემზე არის ისეთი ადგილი, რომელიც დასაბრუნებელი მაქვს.…

მეტი...

„მე მათ ენერგიას დავაცლევინებ, ეს პოლიტიკური იარაღია“ – ლადო კახაძე შეურაცხყოფაზე

მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე მედიას მოუწოდებს, მისი წარსული საქმიანობით მეტად დაინტერესდეს. როგორც კახაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ლანძღვა პოლიტიკოსის იარაღია და ისინი, ვინც ოპონენტებს ლანძღავენ ემოციურად იცლებიან. „ზოგიერთების მხრიდან ჩემი მისამართით გავრცელებულმა ნეგატივმა თქვენ ჩემზე შთაბეჭდილება შეგიცვალათ? ვინც ფიქრობს, რომ ადვილად შეუძლია ჩემი წყობიდან გამოყვანა, უნდა იცოდეს ერთი რამ – ყველა ის ადამიანი, რომელთანაც პერსონალური შეხება მქონია ჩემზე აზრს არ შეიცვლიდა. ეს გამორიცხულია. ვინც ჯერ არ მიცნობს, დარწმუნებული ვარ, მლანძღველებს არ აჰყვებიან. როცა ტკივილით შეწუხებული პაციენტი მოდის ჩემთან, მას ტკივილი ალაპარაკებს, სიტყვებს ვერ ზომავს და…

მეტი...

ნაფიცმა მსაჯულებმა მალხაზ კობაურს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს

სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის ბრალდებულ მწყემსს – მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოუტანეს და დამნაშავედ ცნეს. მსაჯულები საბოლოო გადაწყვეტილებისთვის დაახლოებით 5 საათი მსჯელობდნენ. დაკავებულ მწყემსს 6 წლიან პატიმრობას მიუსჯიან თუ უვადოდ მოუწევს საკანში ყოფნა, ამას სასამართლო განსაზღვრავს. როგორც ბრალდებულის ადვოკატები აცხადებენ, სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება. “მიღებული გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი იყო. ბრალდება მხოლოდ რამდენიმე ვერსიას ეყრდნობოდა. დაცვის მხარეს მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი აქვს – სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს. იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო პალატა ამ ყოველივეს გულისყურით მოეკიდება. არსებობს საფუძველი, მინიმუმ ჩვენი საქმე გადაიხედოს, იმიტომ, რომ არაერთი პროცესუალური დარღვევები გამოიკვეთა და…

მეტი...

ზუგდიდის ცენტრალური ქუჩებისა და სოფლების გზების მოწესრიგების მასშტაბური სამუშაოები იწყება

​ზუგდიდში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტების განხორციელების შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა იწყება. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებზე 36 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქის 10 ცენტრალურ ქუჩას,  მოეწყობა სანიაღვრე არხები, ტროტუარები და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება კონსტანტინე გამსახურდიას, თამარ მეფის, თაბუკაშვილის, ჯანაშიას, ხელაიას, ზვიად გამსახურდიას, ლაზის, ჩიქობავას, ბარამიას და ქობულეთის ქუჩებს. ასევე, მოწესრიგდება სოფლის გზებიც, კერძოდ, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 16 გზას, სრული რეაბილიტაცია უტარდება რუხი-რიყე ტყაიას 10 კილომეტრიან გზას. “გადაიჭრება მრავალწლიანი პრობლემა. გზების რეაბილიტაცია განხორციელდება სოფლებში: ჩხოუში, ზედაეწერი, რუხი – საავადმყოფოსკენ მიმავალი გზა და…

მეტი...

ვინც კვადრატულ მეტრებს არის დახარბებული, არად დაგიდევს ქალაქის იერსახეს – მერაბ გუჯაბიძე

არქიტექტორი მერაბ გუჯაბიძე დადებითად აფასებს თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გეგმის მიღებას, თუმცა, აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი ავტომატურად ვერ უზრუნველყოფს ქალაქის ქაოსური განაშენიანებით შექმნილი უამრავი პრობლემის მოგვარებას.  როგორც მერაბ გუჯაბიძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, გენგეგმა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, ის ბევრად ადრე უნდა ყოფილიყო მიღებული, რადგან გარკვეულმა ძალებმა, რომლებიც სამშენებლო ბიზნესიდან ფინანსურ სიკეთეს ნახულობდნენ, დაღუპეს ქალაქი. მისივე თქმით, სახელმწიფოს გენგეგმის არარსებობის პირობებშიც კი, არ უნდა მიეცა უფლება დეველოპერებისთვის, ასე ქაოსურად მიეშვათ ეს სფერო. “სადაც სკვერი, პარკი და თავისუფალი ადგილი იყო, ყველგან კორპუსი ჩადგეს. ის შემთხვევით ხომ არ იყო დატოვებული? შედეგად მივიღეთ ბეტონის ჯუნგლები. ამ დოკუმენტის არსებობა…

მეტი...

“საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, რაც არის ასახული ნატო-ს ბოლო სამიტის გადაწყვეტილებებში” – დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიტიზი შეაფასა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ნატო-საქართველოს დატვირთული დღის წესრიგის მნიშვნელობას. მისი თქმით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პოზიტიურად შეაფასა ყველა ის რეფორმა, რომელსაც საქართველო ახორციელებს როგორც თავდაცვის სფეროში, ისე პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების კუთხით.   „ვფიქრობ, რომ ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი უაღრესად საჭირო იყო როგორც დროის, ასევე გზავნილების თვალსაზრისით. მისი მხრიდან პოზიტიურად იყო შეფასებული ყველა ის რეფორმა, რომელსაც საქართველო ახორციელებს როგორც თავდაცვის სფეროში, ისე პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების კუთხით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული მხარდაჭერა…

მეტი...

იენს სტოლტენბერგი “ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო. ნატოს გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მასპინძლობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გაუწია. გენერალურ მდივანთან ერთად JTEC-ს საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ეწვია. ვიზიტის ფარგლებში იენს სტოლტენბერგმა სწავლების კონტროლის ცენტრი მოინახულა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ გენერალურ მდივანს სწავლების მიმდინარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაცია მიაწოდა. მოგვიანებით ალიანსის გენერალური მდივანი მრავალეროვნულ ბრიგადას ეწვია, სადაც სასწავლო აუდიტორიის დანიშნულებისა და მიზნების შესახებ გაცნობითი ბრიფინგი მოისმინა. ღონისძიების ბოლოს იენს სტოლტენბერგი…

მეტი...

ტვერელის სახელობის ტაძართან მიმდინარე მშენებლობის პროცესი ამ ტერიტორიისთვის უსაფრთხოა – ილია ელოშვილი

ტვერელის სახელობის ტაძართან მიმდინარე მშენებლობის თაობაზე გაცემული ნებართვის ფარგლებში, ზონის ან კოეფიციენტის ცვლილება არ მომხდარა. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იმ ავარიულ შენობებს, რომელთა ჩანაცვლებაც იგეგმება, ძეგლის სტატუსი არ გააჩნია. გარდა ამისა, წარმოდგენილია ყველა დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ მშენებლობის პროცესი ამ ტერიტორიისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.  „მშენებლობის ნებართვა არამხოლოდ კანონიერად გაიცა, არამედ მშენებელს არანაირი ცვლილება არ მოუთხოვია იმ ნებართვისგან, რაც მოქმედებს ამ ტერიტორიაზე. არც ზონის ცვლილება და არც კოეფიციენტის მატება არ დაფიქსირებულა. საკითხი ეხება სრულიად უსახურ, ავარიულ შენობებს, რომელთაც ძეგლის სტატუსი არ გააჩნიათ. ხდება მათი ჩანაცვლება…

მეტი...

ირაკლი კობახიძე იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ალიანსი არასდროს აღიარებს ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობას. იენს სტოლტენბერგმა საქართველოს მიერ გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს გაუსვა ხაზი. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსსა და ჩვენს ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მრავალფეროვანი ინსტრუმენტები არა მხოლოდ პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას, არამედ, უპირველესად საქართველოს შესაძლებლობის გაძლიერებასა და უსაფრთხოებას ემსახურება. საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის…

მეტი...

“ქობულეთის კოლორიტი” – კაცი, რომელიც სათამაშოებს აგროვებს

“ქობულეთის კოლორიტი” – ასე მოიხსენიებს ქობულეთის მოსახლეობა კაცს, რომელიც ქობულეთის ფიჭვნარში დადის და სათამაშოებს აგროვებს, რომლებსაც შემდგომ ტანზე ან ჩანთაზე იკიდებს. ქობულეთში მცხოვრები “მედიაცენტრ მთავარს” უყვება, რომ მამაკაცი ავღანეთის ომში სხვების დასახმარებლად იმყოფებოდა, რა დროსაც კანტუზია დაემართა. “ქობულეთის ქუჩებში დადის და სათამაშოებს აგროვებს. პატარა ბავშვები უყვარს”,- უყვება “მედიაცენტრ მთავარს” ქობულეთის მკვიდრი.

მეტი...

ერეკლე ბადურაშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო, “ხიდის” გადაღებები არ შეჩერდება

ცნობილი ქართული სერიალის – “ცხელი ძაღლის” რეჟისორი, სს “ქართული ფილმის” დირექტორთა საბჭოს წევრი, დირექტორი, ერეკლე ბადურაშვილი მოულოდნელად, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაყურებლისთვის ცნობილია ერეკლე ბადურაშვილის ფილმები: “ავტოპორტრეტი”, “თბილისი ჩემი სახლია”, “ერთი ქართული ისტორია”, “ცოდვის დღესასწაული”, სერიალი “ცხელი ძაღლი” და სხვა. მას დასამთავრებელი დარჩა ქართულ – თურქული კინოპროდუქცია, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, “ხიდი”, რომელზეც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. ფილმის ბოლო ერთკვირიანი გადაღება 5 აპრილიდან 12 აპრილამდე იყო ჩანიშნული და ელოდა მსახიობებს თურქეთიდან. კინოსტუდია “ქართულ ფილმში” მწუხარებას გამოთქვამენ ცნობილი რეჟისორის გარდაცვალების გამო და აცხადებენ, რომ მის დაწყებულ ფილმს ღირსეულად დაასრულებენ.  აღსანიშნავია, რომ ქართულ-თურქულ პროექტში…

მეტი...

“2010-2012 წლებში შობადობის კლებამ, მოკვდაობის და მიგრაციის ზრდამ პიკს მიაღწია” – თამარ ჩიბურდანიძე

საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე, პოლიტიკური მკვლევარი თამარ ჩიბურდანიძე “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე გრიგოლ ვაშაძის განცხადებას დემოგრაფიულ პრობლემაზე ეხმაურება და აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დამსახურებაა სწორედ ის, რომ 2010-2012 წლებში შობადობის კლებამ, მოკვდაობის და მიგრაციის ზრდამ მაღალ ნიშნულს მიაღწია. პოლიტიკური მკვლევარი აღნიშნავს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად დემოგრაფიული თემა ბევრი პოლიტიკური პარტიისთვის მომგებიანი ხდება, რადგან დღეს საქართველოს ასეთი დიდი ეროვნული პრობლემა ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად, არა აქვს. „რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო ხშირად გავიგებთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისგან დემოგრაფიულ პრობლემებზე წუხილს და დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი საარჩევნო პროგრამას სწორედ ამ თემაზე ააგებს.დღეს პარადოქსია…

მეტი...

23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადდეს – ინიციატივა

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე გამოთქვამს ინიციატივას, რომ 23 აპრილი, წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადდეს. ინიციატივის მთავარი მიზანი, ქვეყანაში წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციაა. როგორც გიორგი კეკელიძე აცხადებს, 23 აპრილს, მსოფლიოში, წიგნთან და წიგნიერებასთან ​რამდენიმე მოვლენა ერთად არის დაკავშირებული: ეს არის წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე, ასევე, შექსპირისა და სერვანტესის გარდაცვალების დღე და ლოგიკური იქნებოდა ამ დღეს კიდევ ერთი მნიშვნელობა მიენიჭოს. “ვიფიქრეთ, იქნებ, სწორედ ამ დღეს დაგვეწესებინა ძალიან ძვირფასი და თანაც, მარტივი ტრადიცია – წიგნის ჩუქების დღე. წიგნის ჩუქება ყველა საჩუქარს ერთად მოიცავს: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების…

მეტი...

მუსლიმთა მუფტი ადასტურებს, რომ ყალბი ცნობის გაცემას სთხოვდნენ – ინტერვიუ „მთავართან“

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, საქართველოს პარლამენტისგან არა მხოლოდ ჯარში გაწვევის გადავადებას ითხოვს, არამედ, ეკონომიკურ და სხვა სახის შეღავათებსაც ელოდება.       „მედიაცენტრი მთავარი“ სრულიად საქართველოს მუფტის მოადგილეს ადამ შანთაძეს ესაუბრა, რომელმაც კონკრეტული პრობლემები წამოწია. „მედიაცენტრი მთავარი:“ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით, სასულიერო პირები იმ შეღავათებით ვერ ისარგებლებთ, რასაც სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდება ჰქვია. რა პრობლემა გექმნებათ რეალურად? ადამ შანთაძე:  ხომ არის თანაბარი მიდგომა ყველა რელიგიური გაერთიანების მიმართ? ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, თუ ჯარში სამსახური სავალდებულო იქნება. მთავარია, სხვადასხვა კონფესიასთან დაკავშირებით არსებული  მიდგომა. კანონი ყველაზე თანაბრად უნდა მოქმედებდეს. თუ სამხედრო სამსახური სავალდებულო…

მეტი...

ბრუცელიოსზე 50 000 წვრილფეხა პირუტყვი აცრეს

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, წვრილფეხა პირუტყვის ბრუცელოზის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას ატარებს. თვალში ჩაწვეთების თანამედროვე მეთოდის გამოყენებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე 50 000 სული წვრილფეხა პირუტყვია ვაქცინირებული. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საპილოტე რეჟიმში შარშან დაიწყო და მიმდინარე წელს 233 000 სული წვრილფეხა ცხოველის ვაქცინაციაა დაგეგმილი. მათივე თქმით, უფასოდ განხორციელებული ღონისძიებები ამცირებს დაავადების გავრცელების რისკს, შესაბამისად, უზრუნველყოფს ბაზარზე უვნებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის განთავსებას და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას; ხელს უწყობს საექსპორტო პოტენციალის ზრდას. აღსანიშნავია, რომ ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი,…

მეტი...

თბილისის გზებზე სიჩქარის გადაჭარბებაზე სექციური კონტროლი განხორციელდება

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, თბილისში, ჭკვიანი ვიდეოკამერების მონტაჟი გრძელდება. კონტროლის სექციას კიდევ 8 ახალი სექცია ანუ სულ 16 კამერა დაემატა.  როგორც “მედიაცენტრ მთავარს” შს სამინისტროს პრესამსახურში განუცხადეს, საქართველოს მასშტაბით უკვე 2204 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს. 829 ნომრის ამომცნობი და 1375 ზოგადი ხედვის კამერა. საშუალო სიჩქარის კონტროლის სექციებით გადაფარულია 432 კმ გზის მონაკვეთი.   მათივე განმარტებით, სიჩქარის სექციური კონტროლის არეში მძღოლს დაშვებული სიჩქარის მხოლოდ 15 კმ/სთ-ით გადაჭარბება შეუძლია. უფრო მეტის დაფიქსირების შემთხვევაში ის დაჯარიმდება. ჭკვიანი კამერის აღმნიშვნელი შესაბამისი ნიშანი განთავსებულია, როგორც სექციის დასაწყისში, ისე, მის ბოლოს.  “A წერიტილიდან B წერტილამდე მძღოლმა თუ გადააჭარბა დასაშვებ სიჩქარეს…

მეტი...

შესაძლოა, საფოსტო გზავნილებზე განბაჟების ლიმიტი 300- დან 500 ლარამდე გაიზარდოს

საქართველოს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას საფოსტო გზავნილებზე განბაჟების არსებული ლიმიტის 300-დან 500 ლარამდე გაზრდის შესახებ. ინიციატივას მხარი დაუჭირეს როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა. მათ შორის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ და კომიტეტის წევრებმა – ნინო წილოსანმა და რევაზ არველაძემ. კანონპროექტის ინიციატორი გიორგი კანდელაკია. სხდომაზე წარმოდგენილი იყო მთავრობის პოზიციაც, რომლის მიხედვით ზღვარი არ უნდა გაიზარდოს, რადგან რთულია იმის ადმინისტრირება, ხდება თუ არა ნივთის გამოწერა პირადი მიზნებისთვის. ამასთან, მთავრობის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებში მაქსიმალური ზღვარი განბაჟებაზე 22 ევროს შეადგენს. „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ თავის დროზე ზღვარი…

მეტი...

„ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული ექვსივე კანდიდატი პროფესიონალია”- ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული ექვსივე კანდიდატი პროფესიონალია და საუკეთესოდ გაუძღვება იმ საქმიანობას, რაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის განვითარებასთან. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კანდიდატებთან დაკავშირებით, პარტიაში სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობდა. “ეს კანდიდატები შეარჩია პარტიამ. კანდიდატებთან დაკავშირებით სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობდა. შესაბამისად, ბუნებრივია, ეს არის პარტიის საერთო გადაწყვეტილება, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, პარტიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვართ, რომ ისინი დამაჯერებლად გაიმარჯვებენ ამ არჩევნებში. ისინი არიან საქმის პროფესიონალები, მათ უყვართ თავიანთი ქალაქი, სოფლები, რაიონები და შესაბამისად, ისინი საუკეთესოდგაუძღვებიან იმ საქმიანობას, რაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის განვითარებასთან,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა…

მეტი...

დიასპორის წარმომადგენლები ზვიად კვაჭანტირაძეს სოლიდარობას უცხადებენ

წარმატებული ქართველი ემიგრანტები გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საბერძნეთში, ჰოლანდიასა თუ სხვა ქვეყნებში, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმიანებიან ზვიად კვაჭანტირაძეს სოლიდარობას უცხადებენ. „ძალიან შემაწუხა ბატონ ზვიად კვაჭანტირაძის მიმართ პარლამენტის თავმჯდომარის (ჩემი აზრით) უსამართლო განცხადებამ, ბატონმა კობახიძემ, მინიმუმ, ბატონ ზვიადს ადამიანურად ბოდიში მაინც უნდა მოუხადოს. (ვინაიდან უმადურობაზე დიდი ნაკლი არ არსებობს ამ ქვეყნად)… ჩვენ თვალყურს ვადევნებდით მის საქმიანობას. გარდა ამისა, ვიყავით მის მირ განხორციელებული პროექტების თანამონაწილენი. დიასპორის სამინისტროს გაუქმების შემდეგ, როგორც ვიცით, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ახლად არჩეული თავმჯდომარის – ზვიად კვაჭანტირაძის ინიციატივით შეიქმნა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო დიასპორის საკითხებზე მუშაობის გასაგრძელებლად.…

მეტი...

“მუნიციპალიტეტებს კვალიფიციური კადრები ესაჭიროება” – ირაკლი ღარიბაშვილმა მერობის კანდიდატები დაასახელა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” მუნიციპალიტეტების – ზუგდიდის, ზესტაფონის, ჭიათურის, ხულოს და მარნეულის მერობის კანდიდატები წარადგინა. „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები იქნებიან: ზუგდიდში – გიორგი შენგელია; მარნეულში – ზაურ დარგალი; ზესტაფონში – გიორგი გოგლიჩიძე; ჭიათურაში – გივი მოდებაძე; ხულოში – ვახტანგ ბერიძე. მერობის კანდიდატები „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტების წინსვლას და მოსახლეობის სათანადო მომსახურებით უზრუნველყოფას კვალიფიციური კადრები ესაჭიროება, სწორედ ამ პრინციპით და აქედან გამომდინარე შეირჩა მერობის კანდიდატები. “რეგიონების განვითარებას, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. დღეს წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვჯერა კეთილსინდისიერად და…

მეტი...

სამოქალაქო საზოგადოება კონსორციუმს მიმართავს, ანაკლიის პორტის მშენებლობა სახალხო პროექტად გადაიქცეს

დოკუმენტს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობას და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს გაუგზავნეს 30 ხელმოწერა აქვს. ხელმომწერები ითხოვენ, მთავრობამ და კონსორციუმმა, მოქალაქეთა ჩართულობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის ახალი მექანიზმების შექმნის საკითხი განიხილოს. დოკუმენტის ტექსტში საუბარია ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგურის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და ორპუნქტიან მოთხოვნაზე: 1. საქართველოს ხელისუფლებამ, დაიწყოს დისკუსია ანაკლიის სტატუსის განსაზღვრის, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბებისა და მიღებისთვის; 2. ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა, განიხილოს ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის ახალი მექანიზმების შექმნის საკითხი. რაც…

მეტი...

“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდის ოლქში ლადო კახაძე იქნება

სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დეპუტატობის კანდიდატი შუალედური არჩევნებში, თბილისის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში, ცნობილი ექიმი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო კახაძე იქნება. მისი კანდიდატურა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში დღეს, „ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი ყველა კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას, იზრუნონ თავიანთ ქალაქებსა და სოფლებზე, მოსახლეობისთვის ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნაზე. “თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად გვსურს წარმოგიდგინოთ საკუთარი საქმის პროფესიონალი, ჩვენი ქალაქის, ქვეყნის, ადამიანის მოყვარული, ყველასთვის კარგად ცნობილი პიროვნება – ლადო კახაძე. მისთვის თბილისზე ზრუნვა უცხო…

მეტი...

გიორგი ანდრიაძე მთაწმინდის მაჟორიტარად იყრის კენჭს

ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობის ლიდერი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გიორგი ანდრიაძე, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, თბილისის მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს.   როგორც გიორგი ანდრიაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთაწმინდა მისი უბანია და წარმატების იმედი აქვს. გიორგი ანდრიაძე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. მისი თქმით, იმ არჩევნებმა დაანახა, რომ მთაწმინდის რაიონში “ნაციონალურ მოძრაობას” ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს, ისევე, როგორც “ქართულ ოცნებას”. მთაწმინდის რაიონის მოსახლეობა მზად არის აირჩიოს მესამე პოლიტიკური ძალა. “ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, მთაწმინდის ამომრჩევლის მხარდაჭერა, მხოლოდ გარკვეული ფინანსური ბერკეტების ჩარევის შედეგად მიიღო. მთაწმინდის ელექტორატი არის მზად იმისთვის, რომ…

მეტი...

ქართული კომპანიები კონკურენციას ვერ უძლებენ და იხურებიან – გიორგი ანდრიაძე

ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობის ლიდერი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გიორგი ანდრიაძე, ხელისუფლებას მოუწოდებს დაიცვას ქართული ბიზნესის ინტერესები, რადგან ისინი, ქართულ ბაზარზე შემოსულ უცხოურ კომპანიებს კონკურენციას ვერ უწევენ და ფინანსური პრობლემები ექმნებათ.   ​როგორც გიორგი ანდრიაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყველა ცივილურ ქვეყანაში, კანონმდებლობის შესაბამისი ნორმებით, ხელისუფლება მხარს უჭერს ეროვნული წარმოების განვითარებას.    “ქართული ბიზნესი უნდა იყოს მხარდაჭერილი ხელისუფლების მხრიდან. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშ ასეა. ქვეყანა იცავს საკუთარ წარმოებას კანონმდებლობის შესაბამისი ნორმებით. საქართველოში, სამწუხაროდ, საპირისპირო პროცესებს ვხედავთ. ქართული ბიზნესი შევიწროვებულია და ამის ნათელი მაგალითები დღეს სახეზეა. საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელია ეროვნული ეკონომიკის განვითარება. აგარის ქარხანა…

მეტი...

ნატო რუსეთს მოუწოდებს, აფხაზეთიდან ჯარი გაიყვანოს

საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატოს გენერალური მდივანი საქრათველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და რუსეთს მოუწოდებს, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების განცხადება გაითხოვოს. როგორც იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მიონისტრთან შეხვედრაზე აღნიშნა, ნატო საქართველოს ერიტორიულ მთლიანობის მხარდამჭერია. „ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაითხოვოს განცხადება, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას გულისხმობს და გაიყვანოს ჯარები აფხაზეთიდან და სამხეთ ოსეთის ტერიტორიიდან. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ვაწარმოებთ პოლიტიკურ დიალოგს. ეს არ არის იოლი პროცესი. წინსვლა დიდი არაა, თუმცა ნატო მხარს უჭერს მშვიდობიანი გზით მოლაპარაკებას და კონფლიქტის მოგვარებას“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა. მისივე შეფასებით, საქართველო და ნატო…

მეტი...

„საქართველოსთვის კარი მუდმივად ღიაა“ – ნატოს გენ. მდივანი

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. როგორც მან სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოში არის პროგრესი და ის ნატოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. „საქართველო არის ძალიან ღირებული და ძვირფასი მეგობარი. ნატო მუდმივად თანამშრომლობაში იქნება თქვენთან. მადლობლები ვართ, საქართველო იღებს მნიშვნელოვან მონაწილეობას უსაფრთხოების შენარჩუნების კუთხით. საქართველოს მისია ავღანეთში მნიშვნელოვანია და ჩვენი ერთობლივი მუშაობით ვაძლიერებთ ნატო-ს უსაფრთხოებას, ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებას და ეს ყოველივე როგორც ნატო-ს, ასევე საქართველოს ინტერესებში შედის“ – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა. მისი განცხადებით, საქართველო უნიკალური პარტნიორია: „საქართველოსთვის კარი მუდამ ღიაა ჩვენი მოკავშირეობისთვისა და წევრობისთვის. ბუქარესტში გაცხადდა, რომ საქართველო…

მეტი...