„ნატო-ს ჩვენი მიღება არ სურს. ვფიქრობ, ეს შეცდომაა“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი და მსოფლიოს ისევ იარაღს სთხოვს.
„მოგვეცით რაკეტები, მოგვეცით თვითმფრინავები. თქვენ ვერ გადმოგვცემთ F-18-ებს, ან F-19-ებს, მაგრამ მოგვეცით ძველი საბჭოთა თვითმფრინავები. მომეცით რაიმე, რითაც ჩემი ქვეყნის დაცვა შემიძლია“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.
პრეზიდენტი, იარაღით მომარაგებასთან ერთად, ალიანსის წევრობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ნატოს სურვილი ცხადია.
„ნატო-ს ჩვენი მიღება არ სურს. ვფიქრობ, ეს შეცდომაა, რადგან ნატო-ში რომ შევიდეთ, ალიანსს ბევრად გავაძლიერებდით. ჩვენ სუსტი სახელმწიფო არ ვართ. ჩვენ არ ვთავაზობთ ჩვენს გაძლიერებას ნატო-ს ქვეყნების ხარჯზე, ჩვენ ვართ დამატებითი, მამოძრავებელი ძალა. ვფიქრობ, უკრაინა ევროპის კონტინენტის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – აცხადებს პრეზიდენტი.