„მე მათ ენერგიას დავაცლევინებ, ეს პოლიტიკური იარაღია“ – ლადო კახაძე შეურაცხყოფაზე

მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე მედიას მოუწოდებს, მისი წარსული საქმიანობით მეტად დაინტერესდეს.

როგორც კახაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ლანძღვა პოლიტიკოსის იარაღია და ისინი, ვინც ოპონენტებს ლანძღავენ ემოციურად იცლებიან.

„ზოგიერთების მხრიდან ჩემი მისამართით გავრცელებულმა ნეგატივმა თქვენ ჩემზე შთაბეჭდილება შეგიცვალათ? ვინც ფიქრობს, რომ ადვილად შეუძლია ჩემი წყობიდან გამოყვანა, უნდა იცოდეს ერთი რამ – ყველა ის ადამიანი, რომელთანაც პერსონალური შეხება მქონია ჩემზე აზრს არ შეიცვლიდა. ეს გამორიცხულია. ვინც ჯერ არ მიცნობს, დარწმუნებული ვარ, მლანძღველებს არ აჰყვებიან. როცა ტკივილით შეწუხებული პაციენტი მოდის ჩემთან, მას ტკივილი ალაპარაკებს, სიტყვებს ვერ ზომავს და მე მას უნდა მოვუსმინო. მისი ტკივილიდან დაცლა კი მკურნალობით იწყება. ასეა პოლიტიკაშიც. პოლიტიკას გაათმაგებული ენერგია სჭირდება. მე მათ ამ ენერგიას დავაცლევინებ. დაიცალონ… მათ გამოადგებათ. ისინიც ნეგატივისაგან განთავისუფლდებიან და მათი წამოძახილი თუ მართლა სიმართლეს შეეფერება, მე მას ჩემს თავდაცვით იარაღად ვაქცევ“ – აღნიშნა ლადო კახაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები