„ამოქექეთ ჩემი პირადი ცხოვრება, სიყვარულს არ ვცვლი“ – ლადო კახაძე მედიას დავალებას აძლევს

ექიმი და დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე ფიქრობს, რომ მედია მისი წარსულით თუ პირადი ცხოვრებითაც მეტად უნდა დაინტერესდეს და ნეგატივში გაატაროს.

დეპუტატობის კანდიდატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე მედიას დავალებაც მისცა.

„არ მინდა ვთქვა, რომ ის ადამიანები, ვინც ნეგატივს აგორებენ, ამით მე მეწინააღმდეგებიან. მაგრამ, პოლიტიკური ნეგატივი ვიღაცამ ხო უნდა დაცალოს. მედიამაც ისე უნდა გააშუქოს, როგორც ამას ამბობენ. ერთხელ ვიფიქრე, რომ არასოდეს გავაკეთებდი კომენტარს, რადგან ინფორმაცია მახინჯდებოდა. მაგრამ, როცა ვნახე, რომ კომენტარი ტრანსფორმაციის გარეშე გავიდა, გადავწყვიტე, ყველას დაგელაპარაკოთ. ამოქექეთ ჩემი პირად ცხოვრება, პირიქით, დავალებას მოგცემთ, იქნება ჩემზე არის ისეთი ადგილი, რომელიც დასაბრუნებელი მაქვს. ფსიქიატრიული იქნება ეს თუ ჯანმრთელობის საკითხი, ან პოლიტიკური შეცდომა. გამატარეთ ნეგატივში. სიამოვნებით წამოგყვებით“, – განაცხადა ლადო კახაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც ექიმი და დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, ერთადერთი, რასაც არ ცვლის, მისი სიყვარულია.

„ნეგატივში გატარებით მეც მოვიგებ და არც თქვენ დამარცხდებით. მზად ვარ, ნებისმიერ დროს, ოღონდ თუ პაციენტთან შეხვედრა მაქვს დროს ვერ დავთმობ. სხვა შემთხევაში, ყოველთვის დამიძახეთ, სადაც გინდათ იქ მოვალ და რაც გინდათ ის მკითხეთ. ჩემს პასუხში ჩემს დაავადებას გამოვავლენ, აუცილებლად, თუ ეს არსებობს რა თქმა უნდა. სიყვარულზე ნუ შემეკითხებით, იმიტომ, რომ სიყვარულს არ ვცვლი. ერთი მეუღლე მყავდა, მყავს და ასევე დავამთავრებ ცხოვრებას. დანარჩენი რაც გინდათ მკითხეთ“ – აღნიშნა კახაძემ „მთავარში“.

მსგავსი თემები