“საკანონმდებლო დონეზე გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებების მკაფიოდ გაწერა მნიშვნელოვანია”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ვენეციის კომისიის დასკვნას საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების რეფორმაზე დადებითად აფასებს და თვლის, რომ ხედვა ცვლილებებთან დაკავშირებით, სწორია.

მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა გამოძიების პროცესს უფრო ეფექტურს და ხარისხიანს გახდის.

“ვენეციის კომისიის დასკვნა საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების რეფორმაზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხედვა ცვლილებებთან დაკავშირებით სწორია. საკანონმდებლო დონეზე გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებების მკაფიოდ გაწერა მნიშვნელოვანია. ეს რეფორმა უფრო ეფექტურს და ხარისხიანს გახდის გამოძიებას”, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

მსგავსი თემები