ვინც თქვა, რომ მდინარაძე ივანიშვილს მართავსო, ნორმალურია?! – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილზე გავლენას ირაკლი კობახიძე და მისი გუნდი ახდენს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავს განცხადებაზე, სერიოზულად საუბარი შეუძლებელია.

“ვინც თქვა, რომ ჩვენ ვმართავთ ბიძინა ივანიშვილს ნორმალურია?! როცა ამას ამბობს ადამიანი, – მდინარაძე ივანიშვილს მართავსო, თან ჩვენი გუნდიდან გასული ადამიანი, არამგონია ამაზე სერიოზულად ისაუბრო, სისულელეა ეს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან მამუკა მდინარაძემ, ზვიად კვაჭანტირაძის საპასუხოდ.

მსგავსი თემები