საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 043 -ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 058 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, გუშინ, 25 აპრილს საქართველოში „კოვიდ-19“ 966 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 222 პაციენტი, 18 კი გარდაიცვალა.