35 წელი ჩერნობილი ტრაგედიიდან

ჩერნობილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ატომური სადგურის აფეთქების მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, უკრაინაში ღონისძიებებია დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობას, პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკიც მიიღებს.

უკრაინაში, ჩერნობილის ატომური სადგურის მეოთხე ენერგობლოკზე აფეთქება, 1986 წლის 26 აპრილს მოხდა. ხანძრისა და აფეთქების შემდეგ, რადიოაქტიური ნივთიერება არა მხოლოდ უკრაინის მასშტაბით, არამედ რუსეთში, ბელარუსში და ევროპის ქვეყნებშიც კი გავრცელდა.

მეოცე საუკუნის, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კატასტროფა, ათასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა.

მსგავსი თემები