საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, ადგილობრივ ხელისუფლებას, ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საჭირო ღონისძიებებში მოხალისედ მონაწილეობას სთავაზობენ.
როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ გიუნაშვილმა განუცხადა, მოხალისეობის იდეას უამრავი ქართველი ემიგრანტი გამოეხმაურა და დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
” დავუკავშირდი საბერძნეთში საქართველოს საელჩოს, ელჩს გავაცანი ჩვენი სურვილი. მხარდაჭერას დაგვპირდა. მიაწვდის ინფორმაციას საბერძნეთის შესაბამის უწყებას, რომ გვსურს დავეხმაროთ საბერძნეთში მცხოვრებ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ბერძენ ხალხს”, – აცხადებს ავთანდილ გიუნაშვილი.
საბერძნეთის დედაქალაქს ათენთან ახლოს, საკურორტო ზონაში, ტყის ხანძრის გამო, ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა.