მკვლელმა მამამ 1 წლის ბავშვი მოკლულ დედასთან მიატოვა

მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ 23 წლის მამაკაცს ბრალს დღეს წარუდგენენ. 23 წლის მამაკაცმა 5 თვის ფეხმძიმე მეუღლე საკუთარ ბინაში ცივი იარაღით მოკლა. 1 წლის შვილი და მოკლულ დედასთან დატოვა.

როგორც მეზობლები აცხადებენ, ჩვილი ბინიდან  სწორედ მათ გამოიყვანეს. ბავშვი მოკლული დედის ნათესავებთან იმყოფება. მოკლული 22 წლის ქალი კი საკუთარ სოფელში გადაასვენეს.

როგორც ახლობლები აცხადებენ, ოჯახს ეკონომიურად უჭირდა, რაც კონფლიქტის ძირითადი მიზეზი იყო. მოკლული თავს სამკაულების აწყობითა და გაყიდვით ირჩენდა.  როგორც მისი ოჯახის წევრები  აცხადებენ, არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ, რომ მათ კონფლიქტი ჰქონდათ, სხვა შემთხვევაში, შვილს მოძალადესთან არ გააჩერებდნენ.

მკვლელმა კი პოლიცია თავად გამოიძახა. ის დანაშაულს აღიარებს.

მსგავსი თემები