თბილისის გზებზე სატრანსპორტო ნაკადებს “ჭკვიანი შუქნიშნები” გააკონტროლებენ

თბილისში, სატრანსპორტო ნაკადების მართვა, ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნების საშუალებით განხორციელდება. შუქნიშნებზე დამონტაჟებული “ჭკვიანი სისტემები” დაითვლიან დღისა თუ წლის მონაკვეთებში ნაკადების ფაქტობრივ მონაცემებს და  ელექტრონული პროგრამის საშუალებით შემუშავდება ოპტიმალური სქემები, თუ დღის კონკრეტულ მონაკვეთში, კონკრეტულ არეალში როგორ ჯობს  ნაკადების მართვა.

როგორც  თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს,  ნაკადების მართვის “ჭკვიანი სისტემა” მონაცემების შეგროვებას და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ნაკადების მართვასთან დაკავშირებული სწორი გადაწყვეტილებების მიღებას შეუწყობს ხელს.

დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია, დღეს, გლდანის რაიონში, დეპოს ტერიტორიაზე გაიმართა.

მსგავსი თემები