ქვეყანაში წამლის დეფიციტის გამო ადამიანი გარდაიცვალა – ეს დღეს ქუჩაში გამოსული ონკოპაციენტების მთავარი სათქმელი იყო. მძიმე სენით დაავადებული ათეულობით მოქალაქე მომხდარზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს აკისრებს. უწყებასთან მისული ადამიანები თამარ გაბუნიას ახსენებენ წინა შეხვედრაზე გაცემულ დაპირებას, რომ ყველა ონკოპაციენტისთვის წამლები ქვეყანაში ხელმისაწვდომი იქნებოდა. აქციის მონაწილეები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს სიცრუეში ამხელენ და გაბუნიას პოსტიდან გადაყენებას ითხოვენ.
მსგავსი თემები
-
დიმიტრი ჩიქოვანი კლინიკაშია, უტარდება კვლევები და არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – ენმ
,,ნაციონალური მოძრაობის” ცნობით, პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, დიმიტრი ჩიქოვანი, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ, კლინიკაში რჩება და... -
სი ძინპინი ტურნეს უნგრეთში აგრძელებს
„ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა საუკეთესოა ისტორიაში და დაიწყო ოქროს მოგზაურობა“ – აცხადებს ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის პრეზიდენტი, რომელიც... -
მნიშვნელოვანია ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი – ომბუდსმენი ღამის თავდასხმებზე
გასულ ღამეს მომხდარ თავდასხმებს სახალხო დამცველი ეხმაურება და წერს, რომ კრიტიკული აზრის მქონე მოქალაქეების, მათი ოჯახის...