დიდუბეში, ავეჯის საამქროში, ხანძარი გაჩნდა 20.02.202420.02.2024 მედიაცენტრი მთავარი თბილისში, დიდუბის რაიონში, ავეჯის ერთ-ერთ საამქროში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.