უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს, რომ ბუნდესტაგმა 2024 წლის ბიუჯეტში უკრაინისთვის 7,6 მილიარდი ევროს დახმარება დაამტკიცა.
„მივესალმები გერმანიის ბუნდესტაგის მიერ 2024 წლის ბიუჯეტში უკრაინისთვის 7,6 მილიარდი ევროს ოდენობით სამხედრო დახმარების დამტკიცებას . ვაფასებ, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ჩვენი ყველა შეთანხმება სრულდება” – დაწერა ზელენსკიმ.