ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე, ხანძარი იყო. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, დაიწვა ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.