სანქციების შედეგად რუსმა მილიარდერებმა 17 მლრდ აშშ დოლარზე მეტი იზარალეს

Bloomberg Billionaires Index-ის რეიტინგით, აშშ-ს სანქციებმა რუს მილიარდერებს მძიმე დარტყმა მიაყენა. აშშ-ს მიერ სანქციების შემოღების შემდეგ რუსი მილიარდერების ზარალმა 17 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
ყველაზე დიდი ზარალი „ნორნიკელის“ პრეზიდენტ ვლადიმერ პოტანინს მიადგა. მისი ქონება 2,28 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა. კომპანია „რენოვას“ ჯგუფის ძირითადმა მფლობელმა, ვიქტორ ვექსელბერგმა 1,28 მილიარდი, ხოლო „ლუკოილის“ ხელმძღვანელმა და თანამმართველმა ვაგიტალ ეკპეროვმა 1,37 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგეს.
6 აპრილს აშშ-მ რუსეთთან მიმართებაში სანქციების სია გააფართოვა. მასში 26 პირი და 15 კომპანია მოხვდა. მათ შორის არიან ცნობილი რუსი ბიზნესმენები: ოლეგ დერიპასკა, სულეიმან კერიმოვი, იგორ როტენბერგი, ვიქტორ ვექსელბერგი, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი და „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი.

მსგავსი თემები