აშშ-ის სენატის თავდაცვის ბიუჯეტი პროექტის მიხედვით, უკრაინის დახმარებისთვის სპეციალური ინსპექტორის ოფისი შეიქმნება, რომელიც ჩაატარებს უკრაინის სამხედრო და არასამხედრო დახმარებისთვის გათვალისწინებული ფონდების აუდიტსა და გამოძიებას.
აშშ-ის სენატმა 2024 ფისკალური წლის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა. კენჭისყრისას თავდაცვის ბიუჯეტის გეგმას 87-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 13-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.
ეროვნული თავდაცვის შესახებ კანონპროექტი 886 მილიარდი დოლარის მოცულობისაა.