,,სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა 1%-იანი რეიტინგი, როცა იყო ოპოზიციაში”,- ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კითხვას – ელოდება თუ არა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციაში წასვლას.
,,მე შევახსენებ ყველას, რომ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა 1%-იანი რეიტინგი, როცა იყო ოპოზიციაში. 1%-იანი რეიტინგი ჰქონდა. “ქართულმა ოცნებამ” მოიყვანა ეს ადამიანი და დასვა პრეზიდენტად, “ქართული ოცნების” რეიტინგის დამსახურებით”,- განაცხადა პრემიერმა.